ზურაბ ჯაფარიძეზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქმე ეხება ბორჯომში „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის” სემინარის ჩაშლასა და “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერ, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმას.
სემინარის ჩაშლისა და იქ მომხდარ ძალადობის ფაქტს შსს 187-ე (სხვისი ნივთის განადგურება) მუხლით იძიებს.
- ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ
- ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება"
- პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია - ჰერჩინსკი
ბორჯომში 17 ივნისს „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებს თავს დაესხნენ, რასაც წინ უძღოდა “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერ, ზურა ჯაფარიძეზე ფიზიკური თავდასხმა - ხსენებულ ბანაკში მას ლექცია უნდა ჩაეტარებინა.