კატარისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების საელჩოები გაიხსნა და განაახლეს მუშაობა მას შემდეგ, რაც ყურისორი სახელმწიფო დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე შეთანხმდნენ, განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორშაბათს.
კავშირების აღდგენა ხდება ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც არაბულმა სახელმწიფოებმა დოჰასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.
„2017 წელს საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ, ირანთან კატარის ურთიერთობისა და რადიკალური ისლამისტური მოძრაობების დაფინანსების გამო, ამ ქვეყანასთან ურთიერთობა გაწყვიტეს.
2021 წლის იანვარში ქვეყნებმა ხელი მოაწერეს AlUla-ს დეკლარაციას, რითაც დავა დასრულდა.
რიადი და კაირო იყვნენ პირველები, რომლებმაც 2021 წელს, ხელახლა დანიშნეს ელჩები დოჰაში, ხოლო ბაჰრეინს ჯერ არ გაუხსნია თავისი საელჩო დოჰაში.