დანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება 2023-2028 წლებში 21,9 მილიარდ დანიური კრონამდე - 3.21 მილიარი ამერიკულ დოლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრო 19 ივნისს აცხადებს. იტყობინება Reuters-ი.
დახმარება გაიგზავნება ფონდის მეშვეობით, რომელიც დანიამ მარტში შექმნა, როგორც ქვეყნის მისწრაფების ნაწილი, იყოს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი.
ფონდი თავდაპირველად შეიქმნა 7 მილიარდი დანიური კრონით, რომელიც უნდა დაიხარჯოს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სამხედრო საჭიროებებზე. ამ ეტაპზე ზუსტად ცნობილი არ არის, რა თანხაა უკვე გაგზავნილი.
„მე ვამაყობ, რომ დანია გააგრძელებს მნიშვნელოვან კონტრიბუციას“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა განცხადებაში.