ევროკომისია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს - Bloomberg

ევროკომისია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ Bloomberg-ს წყაროებმა განუცხადეს.

თანხა შესაძლოა, გამოიყოს გრანტების, შეღავათიანი სესხების ან გარანტიების სახით.


ევროკომისიის წინადადება ხელს შეუწყობს უკრაინის მთავრობის საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას და გადაუდებელ აღდგენას, აცხადებენ წყაროები.

პაკეტი გამოცხადდება სამშაბათს, 20 ივნისს, ამ კვირაში ლონდონში გამართული კონფერენციის წინ, რომელზეც დონორები უკრაინის აღდგენის საკითებს განიხილავენ.


წინადადება 2024 წლიდან 2027 წლამდე პერიოდს მოიცავს. უკრაინის წინა ფინანსური პაკეტებისგან განსხვავებით, გეგმა დაფინანსდება წევრი ქვეყნების შენატანებით და არა საბაზრო სესხებით, აღნიშნა Bloomberg-ის წყარომ.