ესპანეთი NASAMS-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას ლიეტუვაში, NATO-ს სამიტის დროს გაგზავნის, რომელიც 11-12 ივლისს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ესპანური გაზეთი ABC იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ამ გზით მადრიდი ვილნიუსთან, სამიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ითანამშრომლებს.
NASAMS, რომელიც ლატვიაში 2022 წლის ივნისიდან არის განლაგებული, ლიეტუვაში გაიგზავნება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც 2022 წელს მადრიდში NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების შეხვედრაში მონაწილეობდა, შესაძლოა, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე ჩავიდეს.
NASAMS – გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია დაბალ და საშუალო სიმაღლეზე მყოფი საჰაერო სამიზნეებისთვის, როგორებიცაა: რაკეტები, თვითმფრინავები თუ დრონები. კომპლექსი ნორვეგიულმა Norwegian Kongsberg-მა და ამერიკულმა Raytheon-მა შექმნეს.