ლატვია უკრაინას ვერტმფრენების ფლოტს უგზავნის

ლატვია უკრაინას ვერტმფრენების ფლოტს გაუგზავნის. Ukrinform-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარიშმა ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.

„Stinger-ის ტიპის ყველა რაკეტა უკრაინაში გავგზავნეთ. ჩვენ ასევე გვყავდა ვერტმფრენების ფლოტი, ყველა ეს ვერტმფრენი - (ბოლო ჯერ კიდევ მზადების ეტაპზე გვყავს, რომ გამოსაყენებელად ეფექტიანი იყოს და კარგად გამოიყურებოდეს), უკრაინაში გაიგზავნება", - განაცხადა კარიშმა.

გარდა ამისა, ლატვია უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას გააგრძელებს. ამასთანავე, კიევს საბრძოლო მასალასა და თვითმფრინავებს მიაწვდის.


მან ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობას.

კარიშმა განმარტყა, რომ მთელი გაყინული რუსული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული უკრაინის აღდგენისთვის.

21-22 ივნისს ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენცია იმართება.