უნგრული სამხედრო ვერტმფრენი ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა. ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. ეკიპაჟის მესამე წევრის ძებნა მიმდინარეობს.
ეროვნული სამთო სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა, იოსიპ ბროზიცევიჩმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული ვერტმფრენი ქალაქ დრნიშთან მაშველებმა აღმოაჩინეს.
„უნგრეთის საჰაერო ძალების ორი Airbus H145 ტიპის ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენაზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ჩამოვარდა“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.