ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წელს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს 600 მილიონი ევროთი დაუჭერს მხარს.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ოთხშაბათს, 21 ივნისს, EBRD-სა და უკრაინის Ukrhydroenergo-ს, Ukrenergo-სა და Naftogaz-ს შორის რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა.
შმიგალმა ასევე დააანონსა EBRD-თან ჰიდროელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი ეტაპი.