თეგი: EBRD
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს.„EBRD-მა მკაცრად დაგმო უკრაინის წინააღმდეგ ომი. მოსკოვსა და მინსკში ოფისების დახურვის გადაწყვეტილება ის გარდაუვალი შედეგია, რომელიც ბელარუსის დახმარებით რუსეთის ფედერაციის ქმედებებმა გამოიწვიეს“, - წერია ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.ასევე წაიკითხეთ: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა რუსეთის ფედერაციის სუვერენული რეიტინგი გააუქმა
EBRD რუსეთსა და ბელორუსს დაფინანსებას უჩერებს
რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) დაუყონებლივ აჩერებს დაფინანსებასა და ექსპერტულ სერვისებზე წვდომას რუსეთისა და ბელორუსიისთვის. ინფორმაცია EBRD-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ ვერც რუსეთი და ვერც ბელორუსი ვერ მიიღებენ ბანკისგან დაფინანსებას ან ტექნიკურ დახმარებას, ასევე აღარ ექნებათ წვდომა ბანკის რესურსებზე და აღარ შედგება არავითარი სხვა სახის ტექნიკური თანამშრომლობა. გარდა ამისა, EBRD-ი „სარგებლობს ყველა უფლებით შეაჩეროს ან გააუქმოს არსებული პროექტების დაფინანსების შემდგომი გაცემა“. „სამწუხაროა, რომ აქამდე მივედით ამდენი წლის თანამშრომლობისა და აქტივობის შემდეგ ორივე ქვეყანაში. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობით ომმა უკრაინაში სხვა გზა არ დაგვიტოვა, გარდა იმისა, რომ დავგმოთ უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ სიტყვებია. ასევე, საჭიროა ორ ქვეყანას ეჭვი არ შეეპაროს, ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათ შეარყიეს ღირებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ინსტიტუტისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნავს განცხადებაში EBRD-ის პრეზიდენტი, ოდილ რენო ბასო. მისი თქმით, EBRD-ი ახლა ფოკუსირებულია 2 მილიარდი ევროს მდგრადობისა და საარსებო წყაროს მხარდაჭერის პაკეტი მიაწოდოს უკრაინას და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომლებიც უშუალოდ განიცდიან ლტოლვილთა კრიზისს. „ „ზომები შექმნილია კომპანიებისა და თემების დასახმარებლად. დაფინანსება სწრაფადაა ხელმისაწვდომი, რათა უკრაინულ კომპანიებს მიეცეთ საშუალება, მიიღონ ლიკვიდურობის მხარდაჭერა, სესხების გადავადება და ვაჭრობის დაფინანსება. სადაც ეს შესაძლებელია, ბიზნესებს დაეხმარებიან გადაადგილებაში, რათა მათ საქმიანობა გააგრძელონ. როდესაც პირობები შესაძლებელს გახდის, ბანკმა ასევე დადო პირობა, რომ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის რეკონსტრუქციის პროგრამაში. EBRD-ი ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს თავის ყველა ქვეყანას, რათა გაუმკლავდეს ომის შედეგებს და მის ეკონომიკურ გავლენას“, – ვკითხულობთ EBRD-ის განცხადებაში. 29 მარტს ცნობილი გახდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოსკოვსა და მინსკში ოფისებს ხურავს. ასევე წაიკიხეთ EBRD: ცეცხლის დროულად შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის ეკონომიკა 2023 წელს აღდგება
EBRD უკრაინის რკინიგზას €100 მილიონიან სესხს გამოუყოფს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უკრაინის რკინიგზას €100 მილიონის ოდენობით სესხს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, სახსრები გამოყენებული იქნება ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად და უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჭიროებების დასაფინანსებლად.
EBRD-ი რუსეთზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტისთვის ალტერნატივას ეძებს. რომელი დერეფნი გახდება ევროპული კაპიტალის სამიზნე
EBRD-ი ალტერნატივას ეძებს „ახალი აბრეშუმის გზის" ჩრდილოეთის მარშრუტისთვის, რომელიც რუსეთის ფედერაციაზე გადის. რუსეთის ფედერაციის გავლით ჩრდილოეთის სარკინიგზო მარშრუტის ოპტიმალური ალტერნატივების დადგენის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ცენტრალურ აზიის ქვეყნებსა და ევროპის TEN-T ქსელს (ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი) შორის, საუკეთესო შესაძლო კავშირებს იკვლევს. EBRD-ის კვლევა ევროკომისიის დაფინანსებით 2023 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება. კვლევის შუალედური დასკვნა უკვე გამოქვეყნდა. Europetime-თან ინტერვიუში, პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროკავშირისთვის, რუსეთის ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება მნიშვნელოვანია. „ომში ჩართულობის მიუხედავად, რუსეთი პოზიციებს არ თმობს და ცდილობს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებას. რუსეთის მიზანია, ამ სივრცეში მთელი ლოგისტიკური სისტემის შეცვლა და ინვესტიციების მოზიდვა. მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია სანქტ-პეტერბურგის პორტი, პირდაპირ დაუკავშირდეს მუმბაის პორტს. რამდენიმე საცდელი გადაზიდვა რუსეთმა უკვე გააკეთა. თუმცა რამდენიმე ადგილზე არ აქვს მაკავშირებელი რგოლი და ცდილობს მათ შევსებასა და გააქტიურებას“, - ამბობს გოჩავა. მისივე თქმით, ევროპა ხედავს, რომ რუსეთი ამ სივრცეში ყოფნას აძლიერებს. ამიტომ ცდილობს შეისწავლოს, რომელი განშტოება და მიმართულება იქნება მისთვის ეკონომიკურად უფრო მიზანშეწონილი. „აქ მთავარი ღერძია კასპიის ზღვა და მისი დასავლეთის განშტოება - აზერბაიჯანის მარშრუტი. ასევე საინტერესოა კასპიის ზღვით კავშირი მაჰაჩყალის პორტთან და შემდეგ ტვირთების პირდაპირი ტრანზიტი ირანთან. თუმცა, აქ ყველაზე უფრო პერსპექტიულია შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის. 2023 წლის ზაფხულისთვის უნდა მომზადდეს EBRD-ის დასკვნა, რომელიც უპასუხებს კითხვას, თუ რომელი მიმართულებაა ევროკავშირისთვის ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი“, - აღნიშნავს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი. რას გულისხმობს EBRD-ის შუალედური დასკვნა RailFreight-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შუალედურ დასკვნაში EBRD-ი ხაზს უსვამს უზარმაზარ განსხვავებას ე.წ. რუსულ მარშრუტსა და შუა დერეფანს შორის, რომელიც ჯერჯერობით საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნევა კომპანიებისთვის, რომლებიც რუსულ ტრანზიტს თავს არიდებენ. საგულისხმოა, რომ 2021 წელს რუსეთის მარშრუტზე 1,5 მილიონი TEU (კონტეინერი) ტრანსპორტირდა. EBRD-ის მონაცემებით, 2022 წლისთვის შუა დერეფანი მაქსიმუმ 80,000 TEU-ს მიაღწევს, რაც ახლოსაა მის მაქსიმალურ სიმძლავრესთან, რომელიც დაახლოებით 100,000-120,000 TEU. EBRD-ის შეფასებით, ინვესტიციები შუა დერეფანში დაახლოებით 3,5 მილიარდ ევროს უნდა შეადგენდეს და მისი წარმატება ძირითადად მარშრუტის გასწვრივ მყოფი ქვეყნების თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. იმავდროულად, EBRD ევროკავშირის ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად, ყველაზე სიცოცხლისუნარიან მარშრუტად, შუა დერეფნის გავლით ტრანზიტს განიხილავს. ამ მარშრუტს სათანადო განვითარება არ აქვს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უზბეკეთი, ყირგიზეთი და თურქმენეთი. ის ფაქტი, რომ ეს ქვეყნები უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს აწყდებიან, ართულებს იმის დადგენას, თუ როდის გახდებიან ისინი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დამაკავშირებელი სიცოცხლისუნარიანი კარიბჭეები. EBRD-ის მიმდინარე კვლევის საინტერესო ასპექტია ისიც, რომ ფოკუსირებულია არა მხოლოდ ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, არამედ პროექტის შესაძლო განვითარებაზე სხვა ქვეყნებში, როგორიცაა თურქმენეთი და ირანი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპული სურვილი, ამ ქვეყნებში გამოიკვლიოს და განავითაროს შესაბამისი მარშრუტები, შესაძლოა, რუსეთის ჩარევის დაბალანსების მცდელობად შეფასდეს. სანქციების შემდეგ, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციამ დაამყარა მჭიდრო თანამშრომლობა ჩინეთთან. ამავდროულად, ის დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში (INSTC) და მისი მარშრუტების ვარიანტებში, როგორიცაა ტვირთების გადაზიდვა აზერბაიჯანის, კასპიის ზღვის, ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით ირანში და საბოლოოდ ტრანზიტი ინდოეთში. რუსეთის ფედერაციისთვს რომ მნიშვნელოვანია ეს მარშრუტი, ამას რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ანდრეი ბელოუსოვის კომენტარიც ადასტურებს: „რატომ არის მნიშვნელოვანი დერეფანი „ჩრდილოეთი - სამხრეთი?“ - იმიტომ, რომ ის კვეთს მთელ რიგ სატრანსპორტო დერეფნებს ღერძზე „ჩრდილოეთი - სამხრეთი“, მათ შორის მათ, ვინც გვერდს უვლიან რუსეთს. ამიტომ, ეს დერეფანი პერსპეტივაში, მთელი რიგი ტვირთნაკადების იქითკენ გადართვის საშუალებს იძლევა“, - ამბობს ბელოუსოვი. შუა დერეფანში ტვირთების გადაზიდვის დინამიკა იზრდება 2022 წლის ოქტომბერში საქართველომ, საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებას მეორედ უმასპინძლა. თბილისში, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელები ჩამოვიდნენ. > ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო შეხვედრაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ხოლო ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. „ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას“, – განაცხადა დავითაშვილმა. შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდაზე წერს აზერბაიჯანული მედია. 2022 წლის 8 თვეში ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტზე 1,3 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 2,5-ჯერ მეტია. მედია წერს, რომ ამ დროისთვის არსებული ტექნიკური მონაცემების საფუძველზე შუა დერეფანს 6 მილიონი ტონა ტვირთის გატარება შეუძლია. Europetime-თან პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის პრეზიდენტი დავით გოჩავა ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, „შუა დერეფნის“ წარმატება დამოკიდებული იქნება მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, ყაზახეთზე, რომელიც ტვირთების ტრანზიტის დივერსიფიცირების გადაწყვეტილების შემდეგ, ტრანსკასპიური დერეფნის მსხვილი მოთამაშე ხდება. „ყაზახეთმა უნდა მოახდინოს ვაჭრობის სფეროში არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრა და რეგულარული და საიმედო სატვირთო გადაზიდვების გრაფიკის შემუშავება. თუ „შუა დერეფანი“ უნდა გახდეს სიცოცხლისუნარიანი გადაზიდვების ალტერნატივა, წინასწარგანჭვრეტადი და საიმედო გარემო პროცესებში ჩართული ყველა მხარისთვის ყაზახეთმა უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს გოჩავა. მისივე თქმით, „შუა დერეფნის“ წარმატებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, ტარიფებისა და გადაზიდვის სისწრაფე და საბაჟო პუნქტების გამართული მუშაობა. უკვე ცნობილია, რომ 25 ნოემბერს, ქალაქ აქტაუში, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე საქართველოს აზერბაიჯანის, თურქეთისა და, ყაზახეთის მონაწილეობით, მინისტერიალი იმართება. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდეს. შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.
EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ვიცე-პრეზიდენტი პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში მარკ ბოუმენი და აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს 16-19 იანვარს ეწვევიან. ინფორმაციას აზერბაუჯანული მედია ავრცელებს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები ჯერ სომხეთში, შემდეგ საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩავლენ. ვიზიტი მოჰყვა გასული წლის სექტემბერში EBRD-ის პრეზიდენტის ოდილ რენო-ბასოს კავკასიაში ტურნეს. მოგზაურობის მიზანია, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მომავალი პროექტები. დღის წესრიგში ასევე განიხილება ფინანსური მდგრადობა, პოლიტიკის რეფორმა და მზადება ბანკის მომავალი ახალი ქვეყნის სტრატეგიებისთვის. მას შემდეგ, რაც 1992 წელს EBRD-მა კავკასიაში დაიწყო მუშაობა, 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია 650-ზე მეტ პროექტში განახორციელა.
EBRD-ი მზადაა, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის ზრდისთვის, დაფინანსების საკითხი განიხილოს - მატეო პატრონე
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზადაა, სამხრეთ გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გაფართოებისთვის დაფინანსების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველმა დირექტორმა მატეო პატრონემ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ EBRD-სა და აზერბაიჯანს აქვთ დიდი გამოცდილება ორმხრივი თანამშრომლობის სფეროში, მათ შორის სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში. „ამჟამად მიმდინარეობს ბაზრის კვლევა ამ პროექტისთვის და თუ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ სიამოვნებით განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორებთან აზერბაიჯანში გაზის პროექტების დაფინანსების საკითხს“, - განაცხადა პატრონემ. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.
EBRD უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად წელს, 600 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი წელს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს 600 მილიონი ევროთი დაუჭერს მხარს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოთხშაბათს, 21 ივნისს, EBRD-სა და უკრაინის Ukrhydroenergo-ს, Ukrenergo-სა და Naftogaz-ს შორის რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა. შმიგალმა ასევე დააანონსა EBRD-თან ჰიდროელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი ეტაპი.
აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს
ექსკლუზივი Europetime-თან კომენტარში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი აღიარებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების იმ შესაძლებლობებს, რომლებიც შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომ განვითარებას სჭირდება. აქედან გამომდინარე აშშ მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას, რომლის მიზანიც ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის ყველაზე პერსპექტიული სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირებაა. ევროკავშირისა და EBRD-ის ანგარიშის მიხედვით, რკინიგზის, გზების აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდისა და საზღვრებზე ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ინვესტიციებია საჭირო. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. აქვე აღსანიშნავია, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა: ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს სამუშაო ადგილებს მოუტანს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროექტის ტენდერის მიმართულებით წინ წაიწევს“, - მიიჩნევენ ვაშინგტონში. სატრანსპორტო მარშრუტებზე საბოლოო ანგარიში, რომლის მიზანს ასევე წარმოადგენდა ქსელის განვითარებისთვის ძირითადი ქმედებების შეთავაზება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მიმართულებით, 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება. კვლევას, რომელსაც ევროკომისია აფინანსებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს. „ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, პოსტ-საბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ვაღიარებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია შუა დერეფნის კონცეფციის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) კვლევას და მოუთმენლად ველით მის შედეგებს, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის წინასწარი დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. (TITR) ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. საბოლოო კვლევის შედეგები ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი. კვლევას ევროკომისიის დაფინანსებით EBRD ატარებს.
ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის საბოლოო შედეგები ცნობილია. კვლევის შედეგად, რეგიონის მასშტაბით 33 მიმართულების ინფრასტრუქტურული საინვესტიციო საჭიროებები განისაზღვრა. (მათ შორის არსებული რკინიგზის/გზების მოდერნიზაცია/რეკონსტრუქცია, დამატებითი სარკინიგზო/საგზაო კავშირები, ფლოტის გაფართოება, პორტების სიმძლავრის გაფართოება, მოძრავი შემადგენლობა, ლოგისტიკური ცენტრები, საწყობი და ა.შ.). ასევე 7 კოორდინირებული ქმედება დაკავშირებადობის ღონისძიებების შესახებ (ვაჭრობის ხელშეწყობა, მარეგულირებელი ღონისძიებები, დიგიტალიზაცია, ტარიფების ჰარმონიზაცია, საბაჟო პროცედურები, სასაზღვრო კონტროლი, თავსებადობა, ბაზრის ლიბერალიზაცია და ა.შ.). „ეს ყველაფერი არის კონკრეტული, განხორციელებადი და რეალისტური ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ტრანსკასპიის სატრანსპორტო კავშირების კონკურენტუნარიანობას, ეკონომიკურ მიმზიდველობას, ოპერატიულ ეფექტიანობას და შესთავაზონ შესაძლებლობა ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი მდგრადი ეკონომიკური განვითარება უკეთესი კავშირის გზით. ერთმანეთთან - და ევროპასთან“, - წერია დასკვნაში, რომელიც საბოლოოა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), რომელიც სამხრეთ ყაზახეთს კვეთს, ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა.
ევროკავშირი-EBRD-ის ანგარიში: რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, მკვეთრად გაზარდა ევროპასა და აზიას შორის ალტერნატიული, ეფექტიანი სავაჭრო გზების გამოვლენის აუცილებლობა
EBRD-ისა და ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, მკვეთრად გაზარდა ევროპასა და აზიას შორის ალტერნატიული, საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიანი სავაჭრო გზების გამოვლენის აუცილებლობა. მისივე თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სატრანზიტო ტვირთი ჯერ კიდევ ნებადართულია რუსეთის სარკინიგზო ქსელზე, ბევრმა ოპერატორმა და ევროპულმა კომპანიამ დაიწყო ალტერნატივაზე ფიქრი და ტრანსკასპიური დერეფნების სიცოცხლისუნარიანობის შესწავლა. კვლევა ყურადღებას ამახვილებს როგორც მის პოტენციალზე, ისე, არსებულ ხარვეზებზე. მაგალითად, ქვეთავში - ტრანსკასპიური დერეფნები როგორც სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, ვკითხულობთ, რომ ევრაზიის სარკინიგზო ალიანსის ინდექსის მიხედვით, ევროკავშირის ჰაბებსა და ჩინეთს შორის ტრანსპორტირების მოცულობა ჩრდილოეთ დერეფნის გავლით, 2022 წელს 31,9 პროცენტით დაეცა. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ამ მოვლენების ფონზე ტრანსკასპიური დერეფნების შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა. დოკუმენტში მოყვანილია ყაზახეთის რკინიგზის მონაცემები, რომლის თანახმად, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ მოძრაობა 2,5-ჯერ გაიზარდა და გასულ წელს ტვირთების გადაზიდვამ 1,5 მილიონ ტონას მიაღწია. თუმცა ამავე კვლევის თანახმად, ასევე გამოავლინდა მნიშვნელოვანი დაკავშირებადობის პრობლემები, შეფერხებები და სიმძლავრის დეფიციტი მარშრუტის გასწვრივ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ) იდენტიფიცირებულია, როგორც ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. მისივე თანახმად, CTCN-ს აქვს შემდგომი განვითარების უდიდესი პოტენციალი, რადგან ის იძლევა არამხოლოდ სატრანსპორტო ქსელის განვითარების საშუალებას, არამედ, ასევე შეუძლია, მხარი დაუჭიროს რეგიონულ განვითარებას ცენტრალურ აზიაში. „ამ რეგიონს აქვს ვრცელი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც შესაძლოა, შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისა და პროექტების კოორდინირებული განხორციელების საფუძველი გახდეს“, წერია ანგარიშში. აღსანიშნავია, რომ TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ცნობილია, რომ „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) (ასევე მოიხსენიებენ, როგორც „შუა დერეფანი“) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. რაც შეეხება ცენტრალურ ტრანსკასპიურ ქსელს (CTCN), მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. გეოგრაფიულად, კვლევა აფასებს არსებულ და პოტენციურ ახალ დერეფნებს, რომლებიც შუა აზიის ხუთ რესპუბლიკასა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს შორის (TEN-T) ყველაზე მდგრად სატრანსპორტო კავშირებს უზრუნველყოფენ. კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ტრანსკასპიური ქსელის განვითარება მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს რეგიონს: 1) მაგალითად, მოიტანს უფრო ძლიერ რეგიონულ კოორდინაციას, რაც გამოიწვევს ერთიან ტარიფებს, ერთიან მიდგომას, 2) გაზრდის დაკავშირებადობას ეკონომიკურ ცენტრებს შორის, რაც გამოიწვევს უფრო მაღალ რეგიონულ და საერთაშორისო ღირებულების ჯაჭვს და სხვა. ევროკავშირის შეფასებით, კვლევაში ასახული დასკვნები ხელს შეუწყობს ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმვისა და განვითარების გამჭვირვალე ქმედებების იდენტიფიკაციას და პრიორიტეტიზაციას, რომელიც მდგრადობის მკაცრ კრიტერიუმებს, მათ შორის გარემოსდაცვით, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ფინანსურ და ფისკალურ ასპექტებს ეფუძნება. ამასთან, ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ შედეგები ასევე ხელს უწყობს დაინტერესებული მხარეების საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (IFIs) და კერძო სექტორს. კვლევის განმავლობაში კონსულტაციები გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის სამთავრობო ორგანოებთან ცენტრალური აზიის თითოეულ ქვეყანაში, ასოციაციებთან და კერძო სექტორთან ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, კავკასიაში, თურქეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში. კვლევის ორი ძირითადი მიზანი პირველი: ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი) და ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T) შორის ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო კავშირების იდენტიფიცირება მდგრადობის მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია გარემოსდაცვითი, სოციალური, ეკონომიკური და ფისკალური მდგრადობა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა; მეორე: იდენტიფიცირებული კავშირების განვითარებისათვის საკვანძო ქმედებების შეთავაზება როგორც ხელშემწყობი გარემოს, ისე ფიზიკური ინფრასტრუქტურის (მყარი კავშირი) თვალსაზრისით, მათ შორის მათი პრიორიტეტიზაცია, რომელიც თანმიმდევრულ და მდგრად სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიდგომას ეფუძნება. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. კვლევა ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ევროკომისიის დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ჩაატარა. ასევე გაეცანით: ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
პრემიერის თქმით, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზე EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს მატეო პატრონეს შეხვდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონალური დირექტორი ალკის ვრენიოს დრაკინოსი წარუდგინა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა EBRD-ის მოქმედი რეგიონალური დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, რომელიც საქმიანობას 30 აგვისტოს ასრულებს, ალკის ვრენიოს დრაკინოსი კი, საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ალკის ვრენიოს დრაკინოსს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, კატარინა ბიორლინ ჰანსენს კი, საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა კატარინა ბიორლინ ჰანსენსა და ალკის ვრენიოს დრაკინოსს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პროექტები მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზეა და ამ პროცესში EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანას ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
EBRD მოლდოვას $60 მილიონს გამოუყოფს
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი მოლდოვას საგანმანათლებლო დაწესებულებების რეკონსტრუქციისთვის 60 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას გაუწევს. უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, ეს თანხები მოხმარდება 3 ახალი სკოლის მშენებლობას, 15 სკოლისა და 15 საბავშვო ბაღის შეკეთებას. დაახლოებით 19,8 მილიონი აშშ დოლარი გრანტის სახით, კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი კი, სესხის სახით გამოიყოფა.
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვევა
EBRD-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი და კლიენტთა მომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელი, იურგენ რიგტერინკი, ორშაბათს, 4 სექტემბერს სამხრეთ კავკასიაში ერთკვირიან ვიზიტს იწყებს. ის ვიზიტს სომხეთიდან დაიწყებს, შემდეგ საქართველოს ესტუმრება და ვიზიტს აზერბაიჯანში დაასრულებს. EBRD-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორთან, მატეო პატრონესთან ერთად შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს, ბიზნეს ლიდერებს და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებს თითოეულ ქვეყანაში. სომხეთში, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკრედიტო ხაზს ადგილობრივ პარტნიორ ბანკთან, რათა კიდევ უფრო გაზარდოს კერძო სექტორის განვითარება. საქართველოში რიგტერინკი აღნიშნავს ახალი რეგიონული დირექტორის მიერ მისიის დაწყებას. საქართველოში რიგტერინკი გამოაცხადებს პროგრამის დაწყებას EBRD-ის ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ბანკთან მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ვალდებულების ფარგლებში. აზერბაიჯანში ის მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის დაწყებაში ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და სწავლებისთვის, რაც ორგანიზებულია სახელმწიფო პროფესიული განათლების სააგენტოს მიერ და მიზნად ისახავს კვების მრეწველობის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას. ვიზიტიას რიგტერინკმა განაცხადა: „ეს ვიზიტი არის შესაძლებლობა, შევხვდეთ მთავრობის წარმომადგენლებს და ბიზნეს საზოგადოების წევრებს, რათა განიხილონ პრიორიტეტები რეგიონში, განსაკუთრებით კი, უკრაინასთან რუსეთის ომისა და მზარდი ეკონომიკური გაურკვევლობის გათვალისწინებით. კავკასია ბანკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია და ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ მუდმივი მხარდაჭერა რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ჩვენი ინვესტიციების, საკონსულტაციო სერვისების და პოლიტიკის ჩართულობის გზით.“ ცნობისთვის, EBRD-მა 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა რეგიონის 680 პროექტში, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. სატრანსპორტო კავშირებზე ევროკავშირისა და EBRD-ის დასკვნა ცნობილია
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს, განსახილველ საკითხებს შორისაა ანაკლიის პორტის პროექტი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, იურგენ რიგტერინკი თბილისში შეხვედრებს მართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო. პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღინიშნა, რომ EBRD სათანადოდ რეაგირებს დასახულ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რაც მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა. „შეხვეედრაზე აღინიშნა, რომ EBRD-ის პორტფელი საქართველოში შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 287 პროექტში. ამ ინვესტიციების 82% კერძო სექტორშია. პრემიერმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებზე. იმსჯელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნულ სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს და განახლებადი წყაროების სფეროში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას EBRD-ის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსი, EBRD-ის მოლდოვის ოფისის დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი ქეით გელვინი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე,“ - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილთან შეხვდრაზე საუბარი წარიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობაზე საქართველოში. ხაზი გაესვა EBRD - ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ბანკის ფინანსურმა კონტრიბუციამ საქართველოში დაახლოებით 5 მლრდ. ევრო შეადგინა, რომლის უდიდესი ნაწილი (82 პროცენტი) კერძო სექტორის მხარდაჭერას მოხმარდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტებზე და სხვ. შეხვედრაზე EBRD-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზაობა, მონაწილეობა მიიღონ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში. დასასრულს, ვიცე-პრემიერმა EBRD - ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც 26 - 27 ოქტომბერს გაიმართება,“ აცხადებენ თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტროში. დღესვე, საზედამხედველო პრიორიტეტები საკრედიტო რისკებისა და უმოქმედო სესხებისთვის და მათი გავლენა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონზე - ამ სახელწოდების სემინარი გაიმართა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში. სებ-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი სემინარის მიზანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერინკმა გახსნეს. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვას ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
EBRD-მა მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა, 2024 წლისთვის კი, შეამცირა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს. ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დადებითი პროგნოზის ფონზე, EBRD-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წელის ეკონომიკური პროგნოზი მცირდება და 5.3%-ის ნაცვლად, 4.5% შეადგენს. მანამდე, 2023 წლის მაისში გამოქვეყნებული ანგარიშით EBRD საქართველოში 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა, სექტემბრის ანგარიშით კი EBRD-ს აქვს მოლოდინი, რომ სქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. რაც შეეხება რეგიონს, EBRD-ის პროგნოზით, 2023 წელს თურქეთის ეკონომიკა 3.5%-ით, აზერბაიჯანის1.5%-ით, სომხეთში - 6.5%-ით, რუსეთის ფედერაციაში 1.5%-ით, ხოლო უკრაინაში 1%-ით გაიზრდება. 2024 წლის პროგნოზთან მიმართებით კი, EBRD-ის პროგნოზით თურქეთის, სომხეთისა და რუსეთის ეკონომიკა შემცირდება, ხოლო უკრაინისა და აზერბაიჯანის გაიზრდება.
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორში. „პრემიერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა. ყურადღება ასევე გამახვილდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ოდილ რენო ბასომ განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც შეადგენს დაახლოებით, 5 მილიარდ ევროს 289 პროექტში. ირაკლი ღარიბაშვილმა ოდილ რენო ბასოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
EBRD გასცემს სესხს მილსადენის მშენებლობისთვის, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), NOMAGAS-ის (გაზის გადაცემის ლიცენზირებული ოპერატორის (TSO) სასარგებლოდ, 98,6 მილიონ ევრომდე სუვერენული სესხის გაცემას განიხილავს. სესხი გათვალისწინებულია მილსადენის მშენებლობისთვის, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს. „პროექტი ხელს უწყობს ჩრდილოეთ მაკედონიაში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას ტრანსადრიატიკის მილსადენისა ("TAP") და საბერძნეთში LNG ტერმინალებით, ასევე, იძლევა მეზობელი სერბეთისთის მიწოდების შესაძლებლობას," - აღნიშნავს EBRD. პროექტის ჯამური ღირებულება 140 190 000.00 ევროს, ხოლო EBRD-ის მიერ გაცემული სესხის მოცულობა 98 590 000.00 ევროს შეადგენს შეადგენს. სესხის დამტკიცება 2024 წლის 24 აპრილს იგეგმება. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონია აზერბაიჯანული გაზის იმპორტით დაინტერესებულ ქვეყნებს შორისაა. აზერბაიჯანული გაზი ევროპას ტრანსადრიატიკის მილსადენის გავლით მიეწოდება. 2021 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ გაზის დერეფნის 878 კილომეტრიან მონაკვეთზე გაზსადენით „ლურჯი საწვავის“ კომერციული ტრანსპორტირება დაიწყო. ტრანსადრიატიკის მილსადენი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის ნაწილია, თავდაპირველად, შაჰ-დენიზ-2-ის პროექტის ფარგლებში წარმოებული 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ევროპაში გატანას უზრუნველყოფს. ეს მილსადენი ვრცელდება იტალიის სამხრეთით, საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით. მილსადენის პოტენციალი იძლევა მისი გადაცემის სიმძლავრის გაორმაგებას, წელიწადში 20 მილიარდი კუბურ მეტრამდე.
საქართველო EBRD-სგან 26 მილიონ ევროს მიიღებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. დღესვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) ჯამურად გამოყოფს 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს. სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტისა და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას. პროექტს განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.
უკრაინა ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან 100 მილიონ ევროს მიიღებს
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკმა 100 მილიონი ევროს (108 მილიონი აშშ დოლარი) სესხი გამოყო უკრაინელებისთვის საცხოვრებლის აღსადგენად, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა 27 მარტს. კერძოდ, თანხები მოხმარდება პირდაპირი დახმარების მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც, საბოლოო ბენეფიციარები, მათ შორის. მებრძოლები, ინვალიდები და მრავალშვილიანი ოჯახები, კომპენსაციას საომარი მოქმედებების და ტერორისტული თავდასხმების შედეგად განადგურებული საცხოვრებელი სახლებისთვის მიიღებენ. დაახლოებით 5700 უკრაინელს საშუალება ექნება, მიიღოს კომპენსაცია დანგრეული საცხოვრებლისთვის. პროექტი უკრაინის მასშტაბით განხორციელდება.
EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი: შუა დერეფანი რეგიონში თამაშის წესების შემცვლელია, ის გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამოსავალს წარმოადენს
EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელის შეფასებით, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას - საქართველო უკვე ბევრს აკეთებს შუა დერეფნისთვის და უნდა განაგრძოს ამის გაკეთება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა ხელმძღვანელმა კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირება ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, პროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე, შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. „შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია და პროექტია, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ეკონომიკას. თუმცა ამასთან გეტყვით, რომ შუა დერეფანს უფრო დიდი გავლენა ექნება, რადგან შუა დერეფანს განშტოებები აქვს და რეგიონის ყველა ქვეყანას ექნება უზარმაზარი ბენეფიტები ამისგან. ცენტრალური აზიისა და ევროპის დაკავშირება ვაჭრობის, ენერგეტიკული უსაფრთხოების, პროდუქტების ტრანსპორტირების თვალსაზრისით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სწორედ აქედან გამომდინარე შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, შეიძლება, ითქვას, რომ თამაშის წესების შემცვლელია რეგიონში და ის ასევე უპასუხებს არსებულ საჭიროებებს და წარმოადგენს გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამოსავალს. ფინანსური ინსტიტუტები და ხელისუფლებები, რომლებიც ამ პროცესში, შუა დერეფნის შესახებ დისკუსიაში არიან ჩართულები, ელიან შესაძლებლობებს და გამოწვევების ტექნიკურ და პოლიტიკურ გამოსავალს. თქვენ მკითხეთ საქართველოს პოტენციალთან დაკავშირებით და რა შეუძლია საქართველოს, ამ მიმართულებით გააკეთოს და გეტყვით, რომ საქართველო უკვე ბევრს აკეთებს შუა დერეფნისთვის და უნდა განაგრძოს ეს და უნდა მოიწვიოს ქვეყნები უფრო ფართო თანამშრომლობისთვის," - განაცხადა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
EBRD-ის პრეზიდენტი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტმა შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტმა, შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკასა და ინვესტორების ნდობას ზიანი მიაყენოს მისი თქმით, ამ კანონპროექტის დაბრუნება გასაკვირი იყო და შეშფოთებულები არიან იმით, რაც ხდება. ოდილ რენო ბასომ აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებული რეფორმების შედეგად ეკონომიკური სარგებელი მიიღო. „მაგრამ ამ (კანონპროექტის) ირგვლივ არსებულმა ახალმა ტენდეციამ და დაძაბულობამ შესაძლოა, კერძო სექტორსა და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების სურვილზე ეკონომიკური ზეგავლენა იქონიოს. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ,“ - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი
EBRD-მა და USAID-მა შუა დერეფნის განვითარების შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის განვითარების შესახებ, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს კავშირი აზიასა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით. EBRD-ის ცნობით, პარტნიორობა ფოკუსირებული იქნება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაჭრობის გაზრდაზე, მწვანე ენერგეტიკაზე, ინვესტიციებზე ახალ ინდუსტრიებში, ასევე, სატრანსპორტო და ციფრულ ინფრასტრუქტურაზე. მისივე თანახმად, შუა დერეფნის გაძლიერება შექმნის ახალ, ტრანსფორმაციულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს რეგიონში და უზრუნველყოფს ალტერნატიულ სატრანსპორტო მარშრუტს. მემორანდუმის მიზანია, გააძლიეროს რეგიონში კრიტიკული ენერგეტიკული, ტრანსპორტის, ციფრული და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, დიზაინი და მშენებლობა. ის ასევე მიზნად ისახავს: გააუმჯობესოს საბაჟო, სატარიფო და სასაზღვრო ოპერაციების ეფექტურობა; შუა დერეფნის განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიის ეკონომიკაში კერძო კაპიტალის ინვესტიციების მოზიდვა; და მიიღოს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები ევროპასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის ხელშეწყობისთვის. თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტები მოიცავს ინვესტიციების გაფართოებას ნახშირბადის გარეშე ენერგიის მიმართულებით და რეფორმების წინსვლას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის კუთხით. მემორანდუმს ხელი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა საბანკო საკითხებში, მატეო პატრონემ და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწემ, ერინ ელიზაბეტ მაქიიმ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოაწერეს, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
EBRD თბილისის წყლის ქსელის ინფრასტრუქტურას 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს თბილისის წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. თანხა თბილისში წყლის ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება. პროექტი EBRD Green Cities-ის ფარგლებში ხორციელდება - ეს არის პროგრამა, რომელმაც უკვე დაუჭირა მხარი რვა პროექტს თბილისში, მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მეშვეობით. დღეისათვის ბანკმა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 299 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების 82 პროცენტი კი, კერძო სექტორზე მოდის.
EBRD-მა აზერბაიჯანში მზის ელექტროსადგურის პროექტისთვის $100 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) აზერბაიჯანის ბილასუვარის რეგიონში 445 მეგავატიანი მზის ფოტოელექტრული ელექტროსადგურის პროექტისთვის დაამტკიცა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ეს პროექტი მიზნად ისახავს აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის პოტენციალის გაზრდას და ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას, რაც შეესაბამება პარიზის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. პროექტის ჯამური ღირებულება სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დამატებითი მხარდაჭერის ჩათვლით, 380 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.