- წყალქვეშა ნავის ძებნა გადამწყვეტ ფაზაში შედის - BBC
ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ ეკიპაჟს, რომელსაც კვირის შემდეგ ეძებენ, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საათის საკმარისი ჟანგბადი ჰქონდეს.
BBC-ის თანახმად, ძებნის ოპერაცია ფართოვდება - თვითმფრინავები და გემები, ისევე როგორც დისტანციურად მართვადი მანქანები, ოკეანის დაახლოებით, 10,000 მილს მოიცავენ.
კაპიტანი ჯეიმი ფრედერიკი მიმდინარე სამუშაოას კვლავ სამძებრო-სამაშველო ოპერაციად აფასებს: „ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად და იმედიანად".
BBC-ის თანახმად, კომპანია OceanGate Expeditions-ის წყალქვეშა ნავზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა, 5 ადამიანი იმყოფება, მათ შორის ბრიტანელი 58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ბიზნესმენი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი. ბორტზე მყოფ ხუთ ადამიანს შორის ორი პაკისტანელია - ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი.
როგორც ვარაუდობენ, ბორტზე იმყოფებოდა ფრანგი მკვლევარიც, ასევე გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავზე იმყოფებოდა OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში.
მაშველები ეძებენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებულ მცირე ზომის წყალქვეშა ნავს, რომელსაც ტურისტები ოკეანის სიღრმეში, აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად მიჰყავდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში კანადის და აშშ-ის სანაპირო დაცვის გემები და თვითმფრინავები, ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიის ხომალდები მონაწილეობენ.
წყალქვეშა ნავი კვირას, 18 ივნისს, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის კონტრ-ადმირალმა ჯონ მოგერმა 19 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წყალქვეშა აპარატს 70-96 საათის სამყოფი ჟანგბადი აქვს.
ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ტურისტული ექსპედიცია კანადის ნიუფაუნდლენდიდან იწყება და უშუალოდ, კატასტროფის რაიონში გრძელდება, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო ადამიანისთვის 250 000 დოლარს შეადგენს.