ევროკავშირი უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით, 1,5 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროკავშირი უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამუყოფს.
 
„დღეს ჩვენ კიდევ 1,5 მილიარდ ევროს გამოვყოფთ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას სერვისებისა და ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაში, თავისუფლებისთვის მამაც ბრძოლაში“, - წერს ლაიენი Twitter-ზე.

ეს ტრანში 18 მილიარდი ევროს მაკრო ფინანსური დახმარების ნაწილია.

21 იცნისს გახდა ცნობილი, რომ ევროკომისია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს.