ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოება არამხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ, თემების ტოპ-სამეულში შედის, განხილვების ლიდერია. აქედან გამომდინარე, დღეისთვის ვინმეს თუ სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ახლა არის ეს მომენტი.
ვარჰეის თქმით, ევროპული პერსპექტივა მკაფიო და ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, რომელიც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს.
„ჩემი გრძნობა დღევანდელი საუბრიდან, ასევე წინა საუბრებიდან, მაგალითად, დეკემბერში, არის ის, რომ ახლა ევროკავშირის საბჭოს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გულწრფელი ჩართულობაა. და გაფართოება არამხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ თემების ტოპ-სამეულში შედის, განხილვების ლიდერია.
ასე რომ, დღეისთვის თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს, ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა. გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს [ღარიბაშვილს] შევხვდი და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იქნას დაკმაყოფილებული.
ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება“, - განაცხადა ვარჰეიმ.
„წინა კვირას, ბრიუსელში შევხვდი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და ეს იყო მესიჯი - თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! - აღნიშნა ევროკომისარმა.