ოკეანეში გაუჩინარებული „ტიტანის" ეკიპაჟი დაიღუპა - BBC

აშშ-ის სანაპირო დაცვა წყალქვეშა ნავ “ტიტანის" ბორტის წევრების დაღუპვას ადასტურებს.

აცხადებენ, რომ 5 მგზავრის ცხედარი შესაძლოა, ვერ იპოვონ. აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ საძიებო არეალში “ტიტანის” ხუთი ნაწილი აღმოაჩინეს და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდა აფეთქება.

ამასთან აცხადებენ ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ, რატომ და როდის მოხდა ეს ინციდენტი.

აშშ-ის სანაპირო დაცვის განცხადებით, “ტიტანის” ხუთი მგზავრის ცხედარი შეიძლება ვერ იქნას ნაპოვნი, ვინაიდან, “ეს წარმოუდგენლად შეუბრალებელი გარემოა”.

ამის შესახებ ადმირალმა ჯონ მაუგერმა ბრიფინგის დროს განაცხადა.

აშშ-ის სანაპირო დაცვა “ტიტანის” მგზავრების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.


„აშშ-ის სანაპირო დაცვისა და მთლიანი გაერთიანებული ხელმძღვანელობის სახელით უდიდეს მწუხარებას ვუცხადებ ოჯახებს. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორი იყო ეს მათთვის.

გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა მჭიდრო კონტაქტი საფრანგეთისა და ბრიტანეთის გენერალურ კონსულებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ სრული ინფორმაცია აქვთ და მათი შეშფოთებები განხილულია”, - განაცხადა მაუგერმა.