პრეზიდენტი: სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისთვის, გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ

"სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაა აუცილებელი.

„ასევე, საბჭომ უნდა განიხილოს, არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. და ბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.