გერმანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, უკრაინას წლის ბოლომდე Gepard-ის ტიპის კიდევ 45 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გაუგზავნის. ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წელს კიდევ ორ IRIS-T SLM-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას გადასცემს, 2024 წელს კი - კიდევ ოთხს.
ფროიდინგის თქმით, Gepard-ები უნდა იყოს უზრუნველყოფილი აშშ-სთან თანამშრომლობით. მის მიწოდებას კოორდინაციას უწევს ფლორიდაში დაფუძნებული კომპანია Global Military Products-ი. პენტაგონმა ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ გერმანული წარმოების იარაღის შესაძენად და მიწოდების მიზნით, Global Military Products-მა 118,3 მილიონი დოლარის კონტრაქტი მიიღო.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ კონტრშეტევაში მთავარ სუსტ წერტილად საჰაერო თავდაცვა მიაჩნია.
„გვსურს, რომ უკრაინას, აშშ-სთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე Gepard-ის კიდევ 30-მდე ერთეული მივაწოდოთ“.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა? ნამდვილად არა!" - აღნიშნა გენერალმა.