ავსტრალიის სასამართლომ რუსეთს საელჩოს ახალი შენობის შენარჩუნებაზე უარი განუცხადა

რუსეთი ავსტრალიაში საელჩოს „მიწის საქმეს“ აგებს. ავსტრალიის სასამართლო აცხადებს, რომ ახალი კანონი ამოქმედდება. ავსტრალიის სასამარლომ მიიჩნია, რომ რუსეთის პრეტენზიები ბუნდოვანია. 

გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ, რუსმა ოფიციალურმა პირმა დიპლომატიური ნომრის მქონე მანქანით დატოვა ტერიტორია.  

გასულ კვირას რუსეთმა ავსტრალიის წინააღმდეგ ოფიციალური სასამართლო პროცესი წამოიწყო.

„არ არსებობს სათანადო საფუძველი შუალედური ბრძანებისთვის, როგორც ამას (რუსეთი) ითხოვს”, - განმარტა სასამართლომ.

მთავრობამ პრემიერ-მინისტრის ენტონი ალბანეზის ხელმძღვანელობით გასულ კვირას სასწრაფოდ მიიღო ახალი კანონი იჯარის გაუქმების შესახებ.


შინაგან საქმეთა მინისტრმა კლერ ო'ნილმა განაცხადა, რომ რუსეთის მეორე საელჩოს შემოთავაზებული შენობის "პირველადი პრობლემა" მისი მდებარეობაა, რადგან ადგილი პარლამენტის შენობასთან ახლოსაა.

ავსტრალია გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, NATO-ს ბლოკის მიღმა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადა. კანბერა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კიევს, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებით.