ილან შორი, რომლის პარტიაც მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას - „შანსს“ აფუძნებს.
შორმა განაცხადა, რომ აპირებს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც პარტია „შორი“ უკანონოდ ცნეს. მედიის ცნობით, თავად ილან შორი ახალ პარტიაში პოლიტიკური კოორდინატორის თანამდებობის დაკავებას გეგმავს.
„ეს ბლოკი განახორციელებს ყველა იმ პროექტს, რასაც პარტია „შორი“ ადრე ახორციელებდა“, – აღნიშნა შორმა.