სომხეთის პარლამენტმა საქართველოსთან ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
უფრო ადრე, სომხეთის პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ დაამტკიცა საზღვრის ურთიერთგადაკვეთის შესახებ შეთანხმების პროექტი.
„სომხეთს შეუძლია და უნდა ააშენოს მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ეფექტური სქემა“, - განაცხადა სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა გურგენ არსენიანმა.
„ამ თვალსაზრისით, საქართველოსთან ურთიერთობა შეიძლება გახდეს საუკეთესო „პილოტური პროექტი“ და ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ ასეთი რეჟიმისკენ სხვა მეზობლებთან“, - განაცხადა არსენიანმა.