მიუხედავად პრეზიდენტის წინააღმდეგობისა, 26 ივნისს ბულგარეთის მთავრობამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
მისივე თანახმად, პაკეტის დამტკკიცების შესახებ ინფორმაცია მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურმა თავის ვებგვერდზე გაავრცელა.
„დამტკიცებული სია მოცულობით შეესაბამება დროებითი მთავრობის მიერ 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოწოდებული პირველი პაკეტით გათვალისწინებულ დახმარებას", - განაცხადა ბულგარეთის მთავრობამ.
მისივე თანახმად, დახმარების პაკეტი „არ დაარღვევს ბულგარეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სტანდარტებს და მათ საბრძოლო მომზადებას“.
როგორც უკრაინული მედია წერს, 2022 წლის ნოემბერში ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინისთვის სამხედრო და ტექნიკური დახმარების მიწოდების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, თუმცა არაოფიციალურად, კირილ პეტკოვის ყოფილმა პროევროპულმა მთავრობამ კიევს, სავარაუდოდ, მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალა და იარაღი მიაწოდა. ბულგარეთის ახალმა პროევროპულმა მთავრობა დაადასტურა, რომ უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას გააგრძელებს.