კვლევა: რუსეთში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს სჯერა, რომ საიდუმლო „მსოფლიო მთავრობა“ არსებობს

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ფარული „მსოფლიო მთავრობის“ არსებობა რეალობაა და არა მითი. პირიქით - 36% ფიქრობს.

გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ საიდუმლო მთავრობის მთავარი მიზანია მსოფლიო ბატონობა და კონტროლი. 19%-მა მიზნად დაასახელა რუსეთის დაპყრობა/განადგურება. მესამე ყველაზე პოპულარული პასუხია პლანეტის მცხროვრებთა რაოდენობის შემცირება(15%).

„მსოფლიო მთავრობის“ არსებობაში დარწმუნებულთა 25% ფიქრობს, რომ ის ძირითადად, ოლიგარქებისა და მილიარდერებისგან შედგება.

მეორე ყველაზე პოპულარული პასუხია ამერიკელები და შეერთებული შტატების მთავრობა (19%). მას მოსდევენ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი 7-7%-ით და ზოგადად, დასავლეთის სახელმწიფოები - 5%.