ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრების მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფში პირველი ადგილით გავიდა.
შეხვედრის ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში იქნება ის გუნდი, რომელიც C ჯგუფში მეორე ადგილზე გავა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალს „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.