ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა

ლიეტივის პრეზიდენტის შემდეგ, კიევში პოლონეთის ლიდერიც ჩავიდა. ანდჯეი დუდას ვიზიტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია Twitter-ზე გავრცელდა.
 
მანამდ, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა. ის უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება, იუწყება RBC-Ukraine. ნაუესდა მონაწილეობას მიიღებს უკრაინის კონსტიტუციის მიღებიდან 27-ე წლისთავისადმი დაგეგმილ ღონისძიებებში.
 
ზელენსკისთან შეხვედრისას ნაუსედა მოახლოებული NATO-ს სამიტის დღის წესრიგს განიხილავს. 
 
ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ლიეტუვისა და ევროკავშირის შემდგომ დახმარებაზე.
 
ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჰააგიდან ჩავიდა, სადაც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრეს. კიევიდან ნაუსედა გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 29 ივნისს ევროპის ლიდერები შეიკრიბებიან.