გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს შესთავაზეს კონკრეტული წინადადება, რომ კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს.
კუმარ აიერი ამბობს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება ძირითადად სახმელეთო გზით ხდება. შესაბამისად, ახლა ფოკუსირებულნი არიან იმაზე, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი.
კუმარ აიერს კითხვა დაუსვეს, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკს, რაზეც კუმარ აიერმა აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს.
„შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კუმარ აიერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე აიერმა განაცხადა, რომ მთავარი ფოკუსია „შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“.
„შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კუმარ აიერმა.
ამავე პრესკონფერენციიდან:
- კუმარ აიერმა თბილისში ვიზიტის კონკრეტული მიზანი დაასახელა
- სანქციების კოორდინატორების თქმით, რუსეთი მუდმივად ეცდება, იპოვოს შავი ხვრელები
- ჯიმ ო’ბრაიენი: საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იციან, რა მნიშვნელოვანია, შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას
- ო'ბრაიენი: ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც იყენებენ მკვლელობისთვის უკრაინაში - არ ვცდილობთ, შევაჩეროთ ყველანაირი ვაჭრობა
- ჯიმ ო’ბრაიენი თბილისში: ჩვენ ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე, რომ კონკრეტული დასახელების პროდუქცია არ უნდა შევიდეს რუსეთში