დევიდ ო’სალივანმა განმარტა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართული პრესკონფერენციის დროს ისაუბრა, რა პრობლემას იწვევს რუსეთთან პირდაპირი ფრენები. მისი განმარტები, „ერთადერთი პრობლემა რუსეთთან პირდაპირ ფრენებში არის ის, რომ შემოსასვლელი პუნქტების გამრავლებასთან ერთად მეტი ყურადღებაც გჭირდება - ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციალურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში“.

ო'სალივანმაუპასუხა კითხვას, რა არის საქართველოში ყველაზე სუსტი წერტილი სანქციების თავიდან არიდების კუთხით და რა როლს თამაშობს ამაში რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა.

„იმის თქვა შემიძლია, რომ საქართველო ყველა საჭირო ძალისხმევას იღებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ქვეყანა [სანქციებისთვის] გვერდის ასავლელ პლატფორმად არ იყოს გამოყენებული. და ყველა საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ ამ ძალისხმევებს გააგრძელებენ… საქართველო ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავდება.

ბევრი გზა არსებობს, რომლითაც ხალხი ცდილობს, სანქციებს გვერდი აუარონ საბაჟო პუნქტების ან ყალბი დეკლარაციების გამოყენებით, და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან შთამბეჭდავი ზომები მიიღეს ამის მონიტორინგისთვის, და დასარწმუნებლად, რომ ეს არ მოხდება.

ერთადერთი პრობლემა [რუსეთთან] პირდაპირ ფრენებში, რომლის თქმაც შემიძლია - თუ რუსეთიდან საქართველოში შემოსასვლელ პუნქტებს გაამრავლებ, მაშინ მეტი ყურადღება გჭირდება და ყოველი ეს შესასვლელი პუნქტი იგივენაირად გამოკტროლდება, როგორც უკვე არსებული პუნქტები და საქართველოს ოფიციალურმა პირებმა დამარწმუნეს, რომ ასე იქნება.

ნებისმიერი შემოსასვლელი წერტილი პოტენციალურად სუსტი ადგილია სანქციების აღსრულებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ არა მგონია, რომ საქართველოში ეს უფრო სუსტი წერტილია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, რომელსაც [რუსეთთან] სახმელეთო საზღვარი აქვს”, - განაცხადა ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.