უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 28 ივნისს კიევში შეხვდა თავის პოლონელ და ლიეტუველ კოლეგებს. ანდჯეი დუდამ და გიტანას ნაუსედამ ვილნისუსის სამიტის სამზადისი განიხილეს. დუდამ და ნაუსედამ განაცხადეს, რომ ალიანსის სამიტი უნდა დაეხმაროს უკრაინას წევრობის გზაზე.
ოფიციალური განცხადების თანახმად, დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ვილნიუსის სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანებია.
„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინის უსაფრთხოება არის ჩვენი ყველას უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესები - NATO რაც შეიძლება ძლიერი გავხადოთ ევროპის ჩვენს ნაწილში.
და ძალიან მალე - უკრაინა გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ორივე ევროპელმა ლიდერმა ასევე დაარწმუნა ზელენსკი, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინის ევროპულ მისწრაფებებს.
ნაუსედა იმედოვნებს, რომ კიევი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს უკვე 2023 წელს დაიწყებს.
ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.