სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის $15 მილიარდის მოცულობის თავდაცვის სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობას.

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, პოლონეთი საკუთარი უსაფრთხოებისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისკენ ისწრაფვის.

მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებისა, ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ან მოლაპარაკებები დასრულდა.

ევროპის ქვეყნების მხრიდან აშშ-ის შეიარაღების მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში საბრძოლო მასალების, ანტისაჰაერო სისტემების, კავშირის საშუალებების, დრონების და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, „ჯაველინების“ მიმართ მოთხოვნის ზრდის გამო გაიზარდა.

პაკეტი სულ მოიცავს Patriot-ის ტიპის 48 გამშვებ სადგურს, ასევე შესაბამისი ტიპის 644 გადამტან რაკეტას და სხვა ელემენტებს.

პენტაგონის სააგენტომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 28 ივნისს აცნობა კონგრესს პოლონეთისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვის შესახებ. დაკვეთის მთავარი მიმღებნი არიან კომპანიები Raytheon Corp-ი და Lockheed Martin-ი.