თეგი: Patriot

პოლონეთი უკრაინის საზღვარზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ის განთავსებას გეგმავს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა დაადასტურა გერმანიის შეთავაზება, რომელიც პოლონეთში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებას გულისხმობს. გერმანიამ პოლონეთს, საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი შესთავაზა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში სარაკეტო აფეთქების შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უზრუნველყოფს სარაკეტო სისტემებს და დაეხმარება პოლონეთს საჰაერო პატრულირებაში. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.

პოლონეთმა გერმანიას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა

პოლონეთმა მისთვის შეთავაზებული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ მან სთხოვა გერმანიას, უკრაინაში გაეგზავნა პოლონეთისთვის შეთავაზებული პატრიოტის ტიპის რაკეტების გამშვები მოწყობილობები. მისი თქმით, ეს დაიცავს უკრაინას შემდგომი სიკვდილისგან და გათიშვისგან და გაზრდის უსაფრთხოებას აღმოსავლეთ საზღვარზე. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და  გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.

CNN: აშშ უკრაინაში Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს

CNN-ი თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინაში Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს.  პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა აშშ-სთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. „რეგულარულად ვატარებთ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და ჩვენს პარტნიორებთან, თუ რა არის უკრაინის თავდაცვის საჭიროებები. ამჟამად ჩვენ არ ვგეგმავთ Patriot-ის მიწოდებას, მაგრამ კვლავ გავაგრძელებთ ამ დისკუსიებს“, - განაცხადა თავის მხრივ პენტაგონის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა მედიასთან.

NATO უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების გადაცემას განიხილავს

NATO-ს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება უზრუნველყონ. კერძოდ, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის Patriot-ის სისტემები, მაგრამ სანამ ამ სისტემების შესახებ დისკუსიები გრძელდება, NATO ყურადღებას ამახვილებს საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რაც უკრაინამ უკვე მიიღო. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, მინისტერიალის პირველი დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას ყველაზე მოწინავე სისტემები, როგორიცაა, ნორვეგიული NASAMS-ი და გერმანული IRIS-T-ი. ეს სისტემები აჩვენებენ მაღალ შედეგებს, რასაც მოწმობს უკრაინის თავდაცვის ეფექტიანობა რუსული სარაკეტო თავდასხმებისა და თვითმფრინავების თავდასხმების დროს. ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემების საბრძოლო მასალის მიწოდება, ასევე სათადარიგო ნაწილები მათი მოვლა-შეკეთებისთვის. CNN: აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს შეგახსენებთ, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს.

კულება: Partriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების რაც შეიძლება მალე განლაგებას ველოდებით

Partriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია და უკრაინა მათ უმოკლეს ვადაში განლაგებას ელის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა. „გასული წელი დასრულდა რევოლუციური გადაწყვეტილებით,  რაზეც შეთანხმდნენ უკრაინისა და შეერთებული შტატების ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-iს ამ ნაბიჯს. ჩვენ ველით Partriot-ის რაც შეიძლება მალე განლაგებას. ამ სისტემების გადაცემისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კულებამ. დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა მისივე თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი და მთელი დიპლომატიური გუნდი ინტენსიურად მუშაობს ახალ გადაწყვეტილებებზე დასავლური ახალი ტიპის იარაღის, კერძოდ, ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გერმანია პოლონეთში Patriot-ის სისტემების გაგზავნას იწყებს

ბუნდესვერმა ორშაბათს, 23 იანვარს პოლონეთში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამი ესკადრილიიდან, პირველი ორის გადატანა დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ტელეკომპანია Welt-მა შესაბამისი კოლონების ამსახველი ვიდეო გაავრცელა.   საზენიტო სისტემები განლაგდება სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქალაქ ზამოსკის რაიონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში და უკრაინის ქალაქ ლვოვიდან 110 კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ განლაგების ადგილის სიახლოვეს განთავსებულია სარკინიგზო გადაზიდვის სადგური, რომელიც უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო და სამხედრო ტვირთებისთვის არის განკუთვნილი. ბუნდესვერის ჯარისკაცები პოლონეთში 16 იანვრიდან იმყოფებიან, რათა იარაღის სისტემის კომპონენტების დაყენება უზრუნველყონ.

უკრაინელი სამხედროები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე წვრთნებს ასრულებენ

უკრაინელი სამხედროები Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე წვრთნებს ასრულებენ. ამის შესახებ გენერალმა დუგლას სიმსმა განაცხადა. ინფორმაციას Ukrinform-ი ავრცელებს. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პენტაგონი აკონკრეტებს, როდის შეიძლება, ეს სწავლება დასრულდეს. „დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინელები გამოიყენებენ Patriot-ებს იმავე გამოცდილებით, რომლებსაც ყოველდღიურად აჩვენებენ თავიანთი საჰაერო თავდაცვის ამჟამინდელი შესაძლებლობებით“, - განაცხადა სიმსმა. მანვე აღნიშნა, რომ იანვრიდან აშში-ს სამხედროებმა 1000-ზე მეტი უკრაინელი გაწვრთნეს, რითაც შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცების ჯამური რაოდენობა 4000-მდე გაიზარდა.  

საჰაერო ძალები: Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან უკვე იცავს

აშშ-ის მიერ შექმნილი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ქვეყანას უკვე იცავს რუსეთის თავდასხმებისგან, განაცხადა საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა 23 აპრილს. მისი თქმით, უკრაინის არმია გამოიყენებს აშშ-ის არსენალში ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღს რუსული საჰაერო სამიზნეების, მათ შორის S-300-ის წაინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ქალაქების დაცვას რუსეთის მუდმივი სარაკეტო თავდასხმებისგან.  

პენტაგონი ადასტურებს, რომ უკრაინამ რუსული „კინჟალი“ Patriot-ის გამოყენებით ჩამოაგდო

უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა „კინჟალი“ ჩამოაგდეს. პენტაგონის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა, რომ აშშ და მისი პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას, რათა დაეხმარონ უკრაინას გააკონტროლოს მისი სუვერენული ცა და დაიცვას თავისი მოქალაქეები რუსეთისგან. „შემიძლია დავადასტურო, რომ მათ „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. როგორც მოგეხსენებათ, ეს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მიაწოდეს“, - განაცხადა რაიდერმა.  

WSJ: Patriot-ის მწარმოებელი უკრაინას თავდაცვის მეტ სისტემას ჰპირდება

Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებელი, Raytheon Technologies წარმოებას ზრდის და უკრაინას 2024 წლის ბოლომდე, კიდევ ხუთ სისტემას დაჰპირდა. იტყობინება Wall Street Journal-ი (WSJ). მისივე თანახმად, წარმოების მაჩვენებელმა წელიწადში 12 სისტემას უნდა მიაღწიოს, რადგან მათი ეფექტიანობა უკრაინაში, მოლოდინს აღემატება. „Patriot-ის ტიპის სისტემამ კიევის მიერ გამოყენებულ სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, რუსეთის თავდასხმების 90%-ის აღკვეთა შეძლო“, - ციტირებს WSJ, Raytheon-ის აღმასრულებელი დირექტორს, გრეგ ჰეისს. უკრაინამ Patriot-ის ტიპის სისტემები პირველად, აპრილში მიიღო. საჰაერო თავდაცვა, სავარაუდოდ, უკრაინის პრიორიტეტად დარჩება, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს თვეში 67-მდე რაკეტის წარმოება შეუძლია და ქვეყანა მაისში განსაკუთრებით ხშირი საჰაერო თავდასხმების წინაშე აღმოჩნდა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას Patriot-ის კოალიცია“, რომელიც არსებული „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ მსგავსი იქნება და რომელიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას კოორდინაციას გაუწევს.  

სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთისთვის $15 მილიარდის მოცულობის თავდაცვის სისტემის აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 15 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის საჭირო აღჭურვილობას. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, პოლონეთი საკუთარი უსაფრთხოებისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებისკენ ისწრაფვის. მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცებისა, ინფორმაციაში არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ან მოლაპარაკებები დასრულდა. ევროპის ქვეყნების მხრიდან აშშ-ის შეიარაღების მიმართ ინტერესი ბოლო პერიოდში საბრძოლო მასალების, ანტისაჰაერო სისტემების, კავშირის საშუალებების, დრონების და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, „ჯაველინების“ მიმართ მოთხოვნის ზრდის გამო გაიზარდა. პაკეტი სულ მოიცავს Patriot-ის ტიპის 48 გამშვებ სადგურს, ასევე შესაბამისი ტიპის 644 გადამტან რაკეტას და სხვა ელემენტებს. პენტაგონის სააგენტომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 28 ივნისს აცნობა კონგრესს პოლონეთისთვის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვის შესახებ. დაკვეთის მთავარი მიმღებნი არიან კომპანიები Raytheon Corp-ი და Lockheed Martin-ი.  

გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს

ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. მისივე თანახმად, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ლიეტუვაში პირველად აქვს საბრძოლო ამოცანები, ადგილზე მის ფუნქციონირებას გერმანული ეკიპაჟი კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოფს.  ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, 3000 ჯარისკაცი გამოყო. ალიანსის ლიდერები და სხვა პარტნიორები ლიეტუვის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის NATO-შ გაწევრიანების საკითხი განიხილონ. უფრო ადრე, ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს. გარკვეული კონტექსტი აღსანიშნავია, რომ პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ. მოსალოდნელია, რომ ვილნიუსის სამიტზე ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მან ხაზი გაუსვამ, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება.  ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის -  „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. მანამდე NATO-ს, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არ ჰყავდა განთავსებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა. ასევე გაეცანით: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters  

პოდოლიაკი: უკრაინას სჭირდება 10-12 Patriot-ის სისტემა, რომ ქვეყანა მთლიანად დაიცვას

უკრაინას სჭირდება 10-12 Patriot-ის ტიპის სისტემა ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ The Guardian-თან ინტერვიუში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, ოდესაზე ბოლო დარტყმებმა აჩვენა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება სწორი იყო როგორც ეკონომიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით. უკრაინის პრეზიდენტმა 28 ივლისს განაცხადა, რომ სახელმწიფო ეძებს გზებს ოდესისა და მთელი სამხრეთის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.  ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ოდესის ფერისცვალების ტაძარს ეწვია. შეგახსენებთ, ოდესის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რადენიმე დღის წინ რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.  

ისტორიაში პირველად, ვარშავაში ამერიკულ Patriot-ზე დაფუძნებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა განთავსდა

ვარშავის ცის უსაფრთხოებას ამერიკული Patriot-ის სისტემა დაიცავს. პირველად ისტორიაში, პირველად პოლონელმა სამხედროებმა ქვეყნის დედაქალაქ ვარშავაში ანტისარაკეტო და საზენიტო თავდაცვის სისტემა (Vistula) განათავსეს. ის ამერიკულ საზენიტო სარაკეტო კომპლექს Patriot-ზეა დაფუძნებული. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ფაქტს „ისტორიული და ინოვაციური“ უწოდა. „ვფიქრობ, ეს არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა, Patriot-ის ტიპის სისტემა. ეს არის ჩვენი დიდი საერთო წარმატება,“ - განაცხადა ბლაშჩაკმა ბევოვოს აეროდრომზე ვიზიტისას. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ვარშავის ცას მალე დაფარავს Patriot-ის ტიპის სისტემაზე დაფუძნებული სარაკეტო თავდაცვის სისტემა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პოლონეთი საჰაერო თავდაცვას აძლიერებს.  

შოლცი: Patriot-ის მეორე სისტემა უკრაინაში წლის ბოლომდე ამოქმედდება

ბერლინის მიერ ადრე დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაში და 2023 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 13 დეკემბერს, იტყობინება RBC Ukraine. უკრაინამ გაზაფხულზე მიიღო ორი Patriot-ის სისტემა აშშ-დან და გერმანიიდან. შემოდგომაზე, შოლცმა პირობა დადო, რომ დამატებით პატრიოტ გაუგზავნიდა უკრაინას, რადგან მოკავშირეები ჩქარობენ ზამთრისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. შოლცმა აღნიშნა, რომ გაუმჯობესდა უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი რუსული საჰაერო თავდასხმებისგან. რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 18,1 მილიარდით, მეორეა.  

სლოვაკეთს აშშ-სგან Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვა სურს

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ სლოვაკეთი აშშ-სგან Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვით არის დაინტერესებული. როგორც სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, ბრატისლავას, რომელიც ამ სისტემების შესყიდვას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს, სურს, ფასდაკლებით ისარგებლოს. აშშ-ის წინადადება 12 ახალი ვერტმფრენის შეძენისას 66%-იანი ფასდაკლებას გულისხმობდა, იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთმა უკრაინაში თავისი ძველი MiG-29-ის ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა. „ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა, შეიძლებოდა თუ არა ამ ფასდაკლების გამოყენება Patriot-ისთის,“ - განაცხადა კალინიაკმა. მან ასევე გაიხსენა, რომ სლოვაკეთი პოლონეთთან და ისრაელთან მოკლე და საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. იტალიური Patriot სისტემა ამჟამად სლოვაკეთშია განლაგებული და იქ აპრილამდე დარჩება.  

გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის

გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას სასწრაფოდ მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა სამინისტრომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. „გერმანია დაუყოვნებლივ გადასცემს უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთ  სისტემას რუსული ავიაციის მოსაგერიებლად. ეს დაემატება უკვე მიწოდებულ და აწი გადასაცემად დაგეგმილ სისტემებს," - ნათქვამია პოსტში. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების გაზრდის გამო, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ რუსული ტერორი ჰაერიდან გრძელდება და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ინფრასტრუქტურის არსებობას, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს. „გმადლობთ, ოლაფ, თქვენი ხელმძღვანელობისთვის. ეს არის უკრაინის მხარდაჭერის ნამდვილი გამოხატულება კრიტიკულ მომენტში,“ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.  

El Pais: ესპანეთი უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის

ესპანურ გაზეთი El Pais-ის ინფორმაციით, ქვეყანა უკრაინაში მცირე რაოდენობის Patriot-ის რაკეტებს გაგზავნის. ესპანეთს Patriot-ის სისტემის სამი ბატარეა აქვს, რომელიც გერმანიისგან 2004 და 2014 წლებში შეიძინა. ესპანურმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ ქვეყანამ უკრაინის მიმართ ვალდებულება უნდა გაზარდოს აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს წევრ სახელმწიფოებს განუცხადა, რომ უკრაინას, სულ მცირე, შვიდი Patriot-ის ან სხვა მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება, რათა რუსეთის საჰაერო იერიშები მოიგერიოს.