ჩეხეთმა ადგილობრივ შეჯიბრებებში მონაწილეობა ყველა რუს სპორტსმენს აუკრძალა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ჩეხეთმა რუსეთის წარმომადგენელ ყველა სპორტსმენს ადგილობრივ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა აუკრძალა.

ამასთან, ჩეხეთის წარმომადგენელი სპორტსმენები და გუნდები არ ჩაერთვებიან შეჯიბრებში, რომლებიც რუსეთში გაიმართება.

აკრძალული „რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი ინდივიდუალური ათლეტების და გუნდების მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებსა და თამაშებში, რომლებიც ორგანიზებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში“.