უკრაინამ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო, ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო

ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის პოტენციური თავდასხმისთვის მოსამზადებლად, უკრაინაში ფართომასშტაბიანი სპეციალური წვრთნები დაიწყო. 
იტყობინება სახელმწიფო ბირთვული ენერგიის სააგენტო Energoatom-ი.
 
„ენერგოტომმა“ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. უფრო ადრე, ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ ქარხნის მიმდებარე ოლქებში, ენერგოდარში ევაკუაციის შტაბი შეიქმნა. 
 
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა 20 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთმა ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმისთვის მზადება დაასრულა.