ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ამერიკის შეერთებული შტატები და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
„მინდა ყველას აშშ-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მოგილოცოთ. ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ეს ასე არ ჩანს, ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ აშშ ჩვენი დამოუკიდებლობიდან 30 წელზე მეტია, ჩვენს გვერდით დგას როგორც მეგობარი.
იმ მომენტებში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ რთული იყო, მაგრამ აშშ ყოველთვის ჩვენს მხარეს იყო. იგი ჩვენს გვერდით იყო სახელმწიფოს მშენებლობის ამ ძალიან გრძელ მარშში, რომელიც არავინ არ იცის როდის დასრულდება. ეს პროცესია, მაგრამ ამ სახელმწიფოს მშენებლობაში ჩვენ დახმარება გვაქვს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისას…
ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდებით თქვენ [აშშ] და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში თქვენი მხარდაჭერა გვექნება. გვჭირდებით, რათა ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, რომელიც ხელთ არის, აქ არის, ჯერ წევრობა არ არის, მაგრამ ძალიან არსებითი ნაბიჯია მანამდე, რომელიც ჩვენამდე უკრაინის მეშვეობით მოვიდა, უკრაინის იმ დაუჯერებელი ბრძოლის გამო მოვიდა.
მაგრამ ჩვენ ასევე გასაკეთებელი გვაქვს საქმე და ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად თქვენი მხარდაჭერაც გვჭირდება ამ პოლიტიკურ მომენტში. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რათა NATO-ში ინტეგრაციაში წინ წაგვწიოთ, რათა უსაფრთხოების მეტი გარანტიები მივიღოთ, რათა მივიღოთ გზა, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, სადაც უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ნამდვილად უზრუნველყოფილია და აღარ არის საფრთხის ქვეშ…
თქვენი იმედი უნდა გვქონდეს დღეს, როგორც არასდროს, როდესაც მსოფლიო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამ აგრესიას უმკლავდება. იმედი გვაქვს, რომ რუსული იმპერიალიზმის რუსეთის ეს ახალი მანიფესტაცია ოდესმე წარსულში დარჩება, მაგრამ ახლა აქ არის და ისეთივე აქტიურია.
თქვენი იმედი უნდა გვქონდეს რუსული პროპაგანდასთან დაპირისპირებაში, მათ მცდელობაში განავითარონ არახალი „რბილი პოლიტიკა”, როდესაც დასავლურ ღირებულებს თავს ესხმიან, რასაც ვხედავთ, რომ აქ, ამ ქვეყანაში ვითარდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.