„რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის ფარგლებში.
ღარიბაშვილის თქმით, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, ყველა უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე.
„რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო.
ამას სჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება. ჩვენ არავის არ დავუთმობთ და არავის არაფერს გავაბედინებთ. გვჭირდება ამ სიტუაციის შენარჩუნება, განმტკიცება, მაგრამ აქ რომ ვუყურებთ, რა მდგომარეობაშიც არის ეს რისკები - არის შემცირებული, თუმცა საფრთხეები, არსებობს. როგორც ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეები, ასევე, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შიდა მტრული ძალების, „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები, რომლებსაც ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვსწავლობთ, ვაკვირდებით და ვახდენთ პრევენციას და რისკების შემცირებას“, – განაცხადა პრემიერმა.