CNN-ი რუსულ საგამოძიებო ჯგუფზე “ცენტრ დოსიეზე” დაყრდნობით წერს, რომ რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი 2017 წლიდან “ვაგნერის” საპატიო წევრი იყო.
კერძოდ, CNN-თან გაზიარებული დოკუმენტების საფუძველზე, გენერალი სუროვიკინი, ისევე როგორც 30-ზე მეტი რუსი გენერალი და მაღალჩინოსანი “ვარგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის საპატიო წევრები იყვნენ.
დანარჩენთა ვინაობები ჯერ არ საჯაროვდება.
აღინიშნა, რომ 2018 წელს სუროვიკინს „ვაგნერისგან” პირადი სარეგისტრაციო ნომერიც გადაეცა - M-3744.
გამოცემა წერს, რომ არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, იღებდა თუ არა სუროვიკინი “ვაგნერისგან” ფულს, თუმცა ამდენი მაღალი დონის რუსი სამხედროს “ვაგნერის” საპატიო წევრობა იმაზე მიანიშნებს, რომ რუს სამხედროებსა და კერძო სამხედრო კომპანიას შორის ახლო კონტაქტი ჰქონდათ.
სუროვიკინი გასული კვირიდან საჯაროდ არ გამოჩენილა და არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დაკავებულია.