ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუს არჩევნებში მონაწილეობა 2030 წლამდე აეკრძალა.
AP-ის თანახმად, ეს გადაწყვეტილება ბრაზილიის უზენაესმა საარჩევნო სასამართლომ მიიღო.
ჟაირ ბოლსონარუს 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი.
Associated Press-ი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის 68 წლის ბოლსონარუს პოლიტიკურ მომავალს და, სავარაუდოდ, გააქრობს მისთვის ძალაუფლების დაბრუნების ნებისმიერ შანსს.
თავად ბოლსონარუ მის წინააღდმეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა.