ერმაკი: მადლობა ქართველებს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრი ერმაკი ქართველი მებრძოლების დაღუპვაზე საუბრობს. ერმაკის სოციალურ გვერდზე ტექსტი ქართულად გავრცელდა.

„ომი, სამწუხაროდ, არის ტკივილი და დანაკარგი.

ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისეებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ.

ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის ძალების რიგებში იბრძოდნენ.

ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი - ლუგანსკის რაიონში.

დაღუპული ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს. სადაც გმირებს დაკრძალავენ. ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! დიდება უკრაინას! მადლობა ქართველებს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“

შეგახსენებთ, უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი, საქართველოში პირველ ივლისს ჩამოასვენეს.