უკრაინამ NATO-ს წევრი ქვეყნები მიიწვია პროგრამაში, რომელიც შავი ზღვის განაღმვას ისახავს მიზნად. რადიო თავისუფლების ევროპული ბიური წერს, რომ უკრაინა შავი ზღვის განაღმვის თაობაზე გაფრთხულებით გამოდის.
მისივე თანახმად, ვიცე-ადმირალმა და უკრაინის ფლოტის მეთაურმა, ოლექსი ნეიჟპაპამ 2 ივლისს ArmiyaInform-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი „გეგმავს, დაიწყოს ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაცია... შავ ზღვაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე".
მისივე თანახმად, „არსებობს გარკვეული შეთანხმებები" NATO-ს წევრ ქვეყნებთან და სხვა პარტნიორებთან, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა სამუშაოში.
ნეიჟპაპას თანახმად, გასულ თვეში კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ ნაღმების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მდინარე დნეპრზე განლაგებული რუსეთის სხვადასხვა თავდაცვითი მოწყობილობა შავ ზღვაში ჩაირეცხა.