ხარაგაულში, მეწყერში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მაშველებმა მიწის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს.

72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა, ეძებდნენ.

ის მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და მოძრაობა შეფერხებულია.