საქართველოს რკინიგზის განცხადებით, სადგურ მარელისთან (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი, რედ.) ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი.
შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება.
კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება რეისები.
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
- #804 თბილისი-ბათუმი 17:05
- #807 ბათუმი-თბილისი 17:15
- #801 ბათუმი-თბილისი 18:20
- #812 თბილისი-ბათუმი 0:35
- #811 ბათუმი-თბილისი 0:45
- #869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
- #874 თბილისი-ფოთი 17:30