მედია: ირანს ერაყის საზღვარზე ბალისტიკური რაკეტები აქვს განთავსებული

The Jerusalem Post-ს თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკა დასავლეთ ირანში, ქერმანშაჰის პროვინციას, Qiam--1-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების არსენალის განთავსების მიზნით, დასაყრდენად იყენებს. ამის შესახებ მედია ერთ-ერთ კვლევით ცენტრზე დაყრდნობით წერს.

მოხსენებაში ნაჩვენებია Qiam-1-ის ბალისტიკური რაკეტები ერაყის საზღვრიდან დაახლოებით 150 კილომეტრშია განთავსებული. რაკეტები, სავარაუდოდ, სამ მიწისქვეშეთში ათეულობით ბუნკერში ინახება.