მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა.
„ღრმად შეწუხებული ვარ სასამართლოდან მიხეილ სააკაშვილის შემაშფოთებელი სურათებით, რომელიც აჩვენებს ჯანმრთელობის მძიმე გაუარესებას ციხეში ყოფნის პერიოდში. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პრიორიტეტად დააყენოს მისი კეთილდღეობა და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ", - წერს მაია სანდუ Twitter-ზე.
ცნობისთვის, ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს.