სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსა და აშშ-ს, თავისუფლების, დამოუკიდებლობის საერთო ღირებულებები გვაქვს, სწორედ ამ პრინციპებს წარმოადგენს 4 ივლისი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ამერიკელ ხალხს, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ვულოცავ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს.
 


საქართველოსა და აშშ-ს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საერთო ღირებულებები გვაქვს, სწორედ ამ პრინციპებს წარმოადგენს 4 ივლისი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.