ანტონ გერაშჩენკო: ბელორუსში მოულოდნელად კიდევ ერთი ოფიციალური პირი გარდაიცვალა

ბელორუსის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ალექსეი ავრამენკო მოულოდნელად გარდაიცვალა, იუწყება ბელორუსული მედია.

ის 47 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი არ გახმაურებულა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს ლუკაშენკოს ხელისუფლებაში მეორე ოფიციალური პირის გარდაცვალების მოულოდნელი ფაქტია ბოლო წლების განმავლობაში. 2022 წლის ნოემბერში ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმერ მაკეი გარდაიცვალა.


„მინისტრი ავრამენკო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იყო.

ტრანსპორტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, 2021 წლის 23 მაისს,მან პასუხისმგებლობა აიღო FR4978-ის რეისის გადამისამართებაზე მინსკის აეროპორტში, რასაც ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რასაც პრატასევიჩის დაკავება მოჰყვა“, - წერს თავის მხრივ, უკრაინული მედია.