ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ მაკეი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Belta.
გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
მაკეი თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.
Reuters-ი წერს, რომ მაკეი ამ კვირის დასაწყისში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) კონფერენციას დაესწრო ერევანში და ორშაბათს უნდა შეხვედროდა რუს კოლეგას სერგეი ლავროვს.
2020 წელს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებამდე, მაკეი დასავლეთთან ბელორუსის ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობის ერთ-ერთი ინიციატორი იყო და რუსეთს აკრიტიკებდა .
თუმცა მან მოულოდნელად, თავისი პოზიცია საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ შეცვალა და განაცხადა, რომ დასავლეთის აგენტებით იყო შთაგონებული.
„ჩვენ შოკირებული ვართ ბელორუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვლადიმერ მაკეის გარდაცვალების შესახებ ცნობებით", - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა თავის Telegram არხზე.