ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინის მიმართ მისმა პოზიტიურმა მიდგომამ ის ქვეყნის შიგნით „პრორუსული ძალების" სამიზნედ აქცია.
მედია: ბულგარეთში 370 პრორუსული პროპაგანდისტული ვებგვერდი გამოავლინეს
„რუსეთმა, სავარაუდოდ, გაააქტიურა ქვეყანაში არსებული მთელი თავისი აქტივები,“ - აღნიშნა მინისტრმა და ამ საკითხთან კავშირში ულტრამემარჯვენე აღორძინების პარტია დაადანაშაულა.
მინისტრის თქმით, ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მომზადება დაიწყო.
ისევე, როგორც სოფიას წინა სამხედრო დახმარების პაკეტების შემთხვევაში, მინისტრმა არც ახლა გაამჟღავნა მისი ზუსტი შინაარსი.
თუმცა აღნიშნა, რომ წინა ორი გადაზიდვა იყო „საკმაოდ სერიოზული".
„ბულგარეთი უზრუნველყოფს „მატერიალურ საშუალებებს", რომლებიც ბულგარეთის სამხედრო ძალების შესაძლებლობებს არ არღვევს,“ - განაცხადა თაგარეევმა.
გარდა მატერიალური დახმარებისა, მინისტრმა ასევე აღნიშნა ბულგარეთის მზადყოფნა, ყოველწლიურად მოამზადოს 60 უკრაინელი მედიკოსი.
ბულგარეთის დახმარების წინა შეფერხებებთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ სამომავლო მარაგი გაცილებით სწრაფად უნდა მომზადდეს, ვიდრე ადრე, რადგან ის პარლამენტის განხილვას არ საჭიროებს.