რუსული მედია: Georgian Airways თბილისის გავლით მოსკოვიდან ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს იწყებს

რუსული სამთავრობო მედია, TACC-ის ინფორმაციით, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს 5 ივლისიდან იწყებს. მათივე ცნობით, თბილისიდან ნიცაში რეისები ყოველკვირეულად, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

მისივე თანახმად, ნიცის გარდა, Georgian Airways ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზის, ამსტერდამის, ვენის, თესალონიკის, თელ ავივის, მილანის, ბერლინისა და ლარნაკის მიმართულებით ასრულებს.


უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways სანქციები პირველ ივლისს 10 წლის ვადით დაუწესა. განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების და ტრანზიტის შეწყვეტას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას.

ახალი სანქციების პაკეტი შეეხო 190-ზე მეტ ფიზიკურ და 290 იურიდიულ პირს, მათ შორის რუსული ქარხნებსა და კომპანიებს. გაიაშვილის თქმით, ზელენსკი შეცდომაში შეიყვანეს.

20 მაისიდან Georgian Airways თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ასრულებს.