ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელს, ევგენი პრიგოჟინს 24 ივნისის სამხედრო ამბოხის მცდელობისას ჩამორთმეული ფული და პირადი ნივთები, მათ შორის იარაღი დაუბრუნეს.
რუსული სააგენტო „ფონტანკა“ იუწყება, რომ პრიგოჟინი 4 ივლისს პირადად მივიდა სანკტ-პეტერბურგის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოში და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ ნაჩუქარი „გლოკის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ჩაიბარა, რის შემდეგაც მან ქვეყანა დატოვა.
სააგენტოს თანახმად, 2 ივლისს პრიგოჟინს 10 მილიარდი რუბლი დაუბრუნეს.
ასევე გაეცანით:
- მედია: პრიგოჟინის ოფისში ყალბი პასპორტები და ჩემოდნებში ფული იპოვეს
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად, „ვაგნერი“ კი, ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა