ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების მომავალზე დისკუსიას ჰააგა მასპინძლობს

ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების მომავალზე მსჯელობენ ჰააგაში.

ოფიციალური პირები, ექსპერტები, დეპუტატები და აქტივისტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან დღეს ევროპელ კოლეგებს დღეს შეუერთდნენ.

მასპინძელი ორგანიზაციის LINKS Europe-ის სპიკერი ამბობს, რომ შეხვედრები ფოკუსირებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავლისა და მისი ევროპასთან ურთიერთობის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე.


შეხვედრების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ დისკუსიები ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და შერიგების უფრო ფართო მიმდინარე პროცესს და რეგიონსა და დანარჩენ ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებს.

დაახლოებით ოცდაათი ოფიციალური პირი, ექსპერტი, დეპუტატი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან შეუერთდება ევროპელ კოლეგებს ევროკავშირი-სამხრეთ კავკასიის ურთიერთობების მომავალზე ინტენსიური დისკუსიისთვის, რომელიც ჰააგის ისტორიულ Nuithuis შენობაში იმართება. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის ურთიერთობების პერსპექტივები, რეგიონში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარება. ვინ ესწრება ღონისძიებას, ორგანიზაციას დაკონკრეტებული არ აქვს.

LINKS Europe არის ნიდერლანდებში დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც LINKS ქსელის ნაწილია.

LINKS ქსელი 1997 წელს შეიქმნა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და ევროპის სამეზობლოში გარდამავალ პროცესს.