რა ინფორმაციას ფლობს საკათედრო ტაძრის იღუმენი გაბრიელი, მეუფე შიოს შესაძლო მოწამლვაზე

მე როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული - მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავი და შესაბამისად, ანალიზები აუღეს, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის იღუმენმა გაბრიელმა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოზე საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მეუფე შიოს ანალიზები საქართველოში ჩაუტარდა.

"მე თვითონ, როგორც გავიგე, დარიშხანით იყო მოწამლული და ალბათ, დადასტურდება ესეც და გამოქვეყნდება საბოლოოდ, რა ფაქტორით იყო მოწამლული. წირვაზე რომ მოდიოდა მეუფე, მე მისთვის არ შემიმჩნევია ცუდად ყოფნა. შემდეგ გავიგე, რომ შეუძლოდ იგრძნო თავიო და შესაბამისად, აუღეს ანალიზები. საქართველოში ჩაუტარდა ანალიზები," - აღნიშნა იღუმენმა გაბრიელმა.