გერმანიაში ტერაქტები აღკვეთეს - DW

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი შვიდი კაცი დააკავეს. პროკურორების თქმით, ეჭვმიტანილთა მიზანი იყო „გერმანიაში გახმაურებული თავდასხმების“ განხორციელება. 

„დოიჩე ველე“ გერმანიის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილებმა გერმანიაში ტერორისტული დაჯგუფება დააარსეს და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციას უჭერდნენ მხარს.

დაკავებულები თურქმენეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან არიან და სავარაუდოდ, გერმანიაში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე შევიდნენ.


ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი, ტაჯიკი ცოლ-ქმარი, დააკავეს ნიდერლანდებში და გავრცელებული ცნობით, მათ კავშირი ჰქონდათ გერმანიაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან.

„არსებობს ეჭვი, რომ კაცი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და მას ტერაქტის მოწყობა უბრძანეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.