რუსულ თვითმფრინავებსა და ამერიკულ დრონებს შორის სირიის თავზე ინციდენტი მოხდა

რუსულ თვითმფრინავებსა და ამერიკულ დრონებს შორის სირიის თავზე ინციდენტი მოხდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ამერიკული მხარე რუსულს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს.

„დადგენილი ნორმებისა და პროტოკოლების საწინააღმდეგოდ, რუსულმა თვითმფრინავებმა დრონების წინ „პიროტექნიკის საგანი“ ჩააგდეს, რამაც ჩვენი თვითმფრინავი აიძულა, ჩაეტარებინა ავარიული მანევრები“, - განაცხადა გრინკევიჩმა.

აშშ და რუსეთი სირიაში მოქმედებენ - აშშ, როგორც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წიინააღმდეგ კოალიციის ნაწილი, ხოლო რუსეთი - სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად.


ცნობისთვის, მსგავსი ინციდენტი შავი ზღვის თავზე მარტში მოხდა.