თეგი: სირია

ჯო ბაიდენი: სირიაში აშშ-ის სპეცოპერაციის დროს „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერმა თავი აიფეთქა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სირიაში წარმატებული სპეცოპერაციის შესახებ განაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას შეერთებული შტატების ლიდერიმა აღნიშნა, რომ „ტერორისტული საფრთხე“ მოიხსნა, როდესაც ამერიკელების რეიდის დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურმა თავი აიფეთქა. ჯო ბაიდენის ინფორმაციით, „აშშ-ის ძალები ტერორისტის დაჭერას აპირებდნენ, თუმცა საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს არ გაუფრთხილდა და სასოწარკვეთილი სიმხდალის გამო, თავის აფეთქება არჩია“. „წუხელ, ჩემი მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს. კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები, მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ექციათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ოსტატობისა და სიმამაცის წყალობით, ჩვენ „ბრძოლის ველიდან გავუშვით“ აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში, ISIS-ის ლიდერი. ოპერაციიდან ყველა ამერიკელი უსაფრთხოდ დაბრუნდა“, - ნათქვამია თავის მხრივ, ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსდა.

უცხოური მედია: ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სარადარო და საზენიტო ბატარეები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სარადარო და საზენიტო ბატარეები დაბომბა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი სირიის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის სროლისთვის. მათივე ცნობით, ავიაიერიშების შედეგად სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის რამდენიმე ბატარეა განადგურდა. ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ სირიის მხრიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის ჩრდილოეთით, ჰაერში აფეთქდა და ნამსხვრევებმა დასახლებულ პუნქტ ჰომეშის მახლობლად მცირე ხანძარი გააჩინა.

სირიაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დროებით ფატჰი ბაშაღა დაიკავებს

სირიაში ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა დაასახელდა. როგორც Reuters-ი წერს, დროებით, ამ თანამდებობას ფატჰი ბაშაღა დაიკავებს. Reuters-ის ცნობით, გაურკვეველია, ჩაატარა თუ არა პალატამ კენჭისყრა. ცნობისთვის, ფატჰი ბაშაღა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრია. 2021 წელს, პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო. აბდულჰამიდ დბეიბას მთავრობა 2021 წლის მარტში დამტკიცდა და დეკემბრამდე უნდა ემუშავა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი სირიიდან დაქირავებული მებრძოლების ჩამოყვანას აპირებს

რუსეთი აპირებს სირიიდან დაქირავებული მებრძოლების ჩამოყვანას, მათთვის უცხო მიწაზე ხალხის მოსაკლავად, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მტერს გაუჩნდა იდეა, მოეყვანა დაქირავებულები ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ავაზაკები სირიიდან. ქვეყნიდან, რომელიც განადგურდა ისევე, როგორც ახლა, დამპყრობლები ანადგურებენ მარიუპოლს და ხარკოვს, ოხტირკას და ჩერნიგოვს, ვოლნოვახას და იზუმს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.  

თურქეთმა სირიისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის ცა დახურა

თურქეთმა საკუთარი საჰაერო სივრცე სირიისკენ მიმავალი რუსული თვითმფრინავებისთვის დახურა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო  მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა,  იუწყება The Daily Sabah. მისი თქმით, თურქეთი რუსეთისთვის ნებართვებს ყოველ სამ თვეში გასცემდა და ბოლო ნებართვის ვადა აპრილში ამოიწურა. მას შემდეგ, მინისტრის თქმით, ფრენები შეწყდა. The Daily Sabah-ის ინფორმაციაში არ არის ახსნილი, თუ რატომ აღარ გაუგრძელა თურქეთმა რუსეთს ნებართვის ვადა. საგულისხმოა, რომ თურქეთი არ შეუერთდა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლეთის სანქციებს. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლი შეასრულა.

ბაშარ ალ-ასადი ირანში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი თავის უახლოეს რეგიონულ მოკავშირეს ირანს, უზენაეს ლიდერ, აიათოლა ალი ხამენეისთან მოლაპარაკებებისთვის ეწვია. Reuters-ის ცნობით, ორივე ლიდერი თეირანსა და დამასკოს შორის კავშირების გაძლიერებას უჭერს მხარს, იტყობინება ირანის სახელმწიფო მედია. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, რომ ასადი, რომელიც 2011 წელს სირიის ომის დაწყების შემდეგ, ირანს მეორედ ეწვია, ასევე შეხვდა ირანის პრეზიდენტს იბრაჰიმ რაისს.  „დღევანდელი სირია არ არის ისეთი, როგორიც იყო ომამდე, მაგრამ სირიის პრესტიჟი ახლა უფრო დიდია, ვიდრე ადრე და ამ ქვეყანას ყველა როგორც დიდ ძალას ხედავს“, - განუცხადა ხამენეიმ ასადს. ირანის სახელმწიფო ტელევიზია ციტირებს ასადის სიტყვებს, რომ „ირანისა და სირიის სტრატეგიულმა კავშირებმა ხელი შეუშალა სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) დომინირებას რეგიონში“. „ისრაელი, რომლის აღიარებაზე ისლამური რესპუბლიკა უარს ამბობს, ხშირად ახორციელებს თავდასხმებს სირიაში, ირანის ობიექტებზე, სადაც თეირანის მხარდაჭერილი ძალები, მათ შორის ჰეზბოლა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში სირიის ომში ასადის მხარდასაჭერად განლაგდნენ. ირანის ეკონომიკური გავლენა სირიაში ბოლო წლებში გაიზარდა მას შემდეგ, რაც ასადის მთავრობას საკრედიტო ხაზებით ამარაგებდა“, - წერს Reuters-ი.   

ბეირუთი, კაირო და დამასკო მზად არიან, არაბული გაზსადენის ექსპლუატაცია აღადგინონ

ლიბანის, ეგვიპტის და ბაშარ ასადის რეჟიმის წარმომადგენლებს შორის ბეირუთში „არაბული გაზსადენის“ აღდგენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ბეირუთში ლიბანის ენერგეტიკის მინისტრის ვალიდა ფაიადას, სირიასა და ბეირუთში ელჩის მოადგილის ალი აბდულქერიმისა და ბეირუთში ეგვიპტის ელჩის იარს ალავის მონაწილეობით შედგა. ეგვიპტის გაზის მიწოდების შედეგად, ლიბანის მოქალაქეები ელექტროენერგიას დამატებით 4 საათი მიიღებენ. „არაბული გაზსადენის“ მშენებლობაზე $1,2 მილიარდი დაიხარჯა. მილსადენის სიგრძე 1 200 კილომეტრია, აქედან 90 კილომეტრი სირიის ტერიტორიაზეა. გაზის მიწოდება ამ პროექტის ფარგლებში 2009 წელს დაიწყო და 2010 წელს შეჩერდა. ამის მიზეზი სინაის ნახევარკუნძულზე უსაფრთხოების პირობები და სირიაში ომი გახდა. ლიბანში, სადაც 2019 წლიდან ეკონომიკური კრიზისია, სახელმწიფო ელექტროენერგიის მიწოდებას მხოლოდ 4 საათით უზრუნველყოფს.  

უკრაინა სირიასთან ურთიერთობას წყვეტს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სირიასთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც დამასკომ უკრაინის ორი სეპარატისტული რესპუბლიკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. „უკრაინასა და სირიას შორის არანაირი ურთიერთობა აღარ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. მისივე განცხადებით, სირიაზე სანქციებით ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება. უკრაინაში შეჭრის დაწყებამდე რუსეთმა აღიარა უკრაინის სეპარატისტული სახელმწიფოების დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა„. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირანი მზადაა, სირია-თურქეთს შორის დაძაბულობის შესამსუბუქებლად პოლიტიკური გადაწყვეტის გზები მოიძიოს

ირანი მუშაობს პოლიტიკური გადაწყვეტისთვის, რათა თურქეთსა და სირიას შორის დაძაბულობა შემცირდეს. ამ მიზნით, სირიაში ჩავიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი. „ჩვენ ყველა ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამხედრო ოპერაცია არ განხორციელდეს“, - განაცხადა ირანელმა დიპლომატმა და დაამატა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ ასევე ისაუბრა თურქეთის ოფიციალურ პირებთან. „მზად ვართ დაგეხმაროთ ამ კუთხით“, - აღნიშნა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა სირიელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ ალ-მოქდადმა განაცხადა, რომ დამასკო მიესალმა ირანის ძალისხმევას. ანკარამ პირობა დადო, რომ ახალ შეტევას განახორციელებს ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიებზე, რათა „განდევნოს ქურთების მეთაურობით მებრძოლები, რომლებსაც შეერთებული შტატები უჭერს მხარს“. თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია 2016 წელს დაიწყო, რასაც დამასკო მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებს.

თურქეთის პირველი დიპლომატი სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს პირველად ესაუბრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს სირიელ კოლეგასთან პირველი ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ კომუნიკაცია ბელგიაში გამართულ შეხვედრაზე შედგა. იუწყება თურქული გამოცემა Daily Sabah-ი. „ოპოზიცია და რეჟიმი როგორღაც უნდა შევკრიბოთ შერიგების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში გრძელვადიანი მშვიდობა არ იქნება“, - განაცხადა თურქმა დიპლომატმა. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა ძლიერი ცენტრალური ადმინისტრაციის აუცილებლობას სირიის დაშლის თავიდან ასაცილებლად და დაამატა, რომ ამის მიღწევა მხოლოდ ერთიანობით იქნება შესაძლებელი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თურქეთის უმაღლეს დიპლომატს სირიელ ოფიციალურ პირთან ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა, როცა თურქეთი სირიაში ომის დაწყების შემდეგ მხარს უჭერს რიგ ოპოზიციურ ჯგუფებს ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ასევე, თურქულმა ძალებმა რამდენიმე სასაზღვრო ოპერაცია PKK-სა და YPG-ის წინააღდმდეგ, რომელთაც ანკარა ტერორიტსულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.  ერდოღანი: თურქეთი ელის, რომ რუსეთი და ირანი მხარს დაუჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სირიაში ივლისში თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა პირობა დადეს, რომ თანამშრომლობას განაგრძობენ, რათა სირიაში დაამარცხონ დაეში (ისლამური სახელმწიფო) და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები.   

სირიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა განხორციელდა

სირიაში მდებარე ამერიკულ ბაზაზე თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს და წერს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სხვა დეტალებზე მედია ჯერ არ წერს. ცნობისთვის, ინციდენტი სირიაში განხორციელებულ დარტყმებს მოჰყვა.  

Reuters: ისრაელმა სირიაში, რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა

ისრაელმა სირიაში, ირანულ სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშები მიიტანა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  სააგენტო სირიელ სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმების სამიზნეს წარმოადგენდა ირანული რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ გავლენის ქვეშ მყოფი ჩრდილო-აღმოსავლეთ შემოგარენი. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ისრაელმა ბოლო წლებში ირანულ სამიზნეებზე ასობით დარტყმა განახორციელა, მაგრამ ამ დრომდე თავს არიდებდა რუსეთის მთავარი ბაზის სიახლოვეს სარაკეტო იერიშებს. დარტყმები ქალაქ ტარტუსში განხორციელდა, სადაც რუსული საზღვაო ძალების ბაზა მდებარეობს. მოსკოვის მთავარი საჰაერო ბაზა ასევე მდებარეობს ლატაკიის პროვინციაში. ისრაელსა და რუსეთ შორის დაძაბულობა ებრაული სააგენტოს საკითხის გარშემო გაიზარდა.  

ჩავუშოღლუ: თურქეთი სირიის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტას მხარს უჭერს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა ყოველთვის მხარს უჭერდა სირიის კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტას. თურქი დიპლომატის შეფასებით, „სირიის რეჟიმს არ სჯერა პოლიტიკური გადაწყვეტის, მას სჯერა სამხედრო გადაწყვეტის“. "თურქეთი თვლის, რომ შერიგება აუცილებელია სირიაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის, - განაცხადა ჩავუშოღლუმ და დაამატა, რომ ანკარა მტკიცედ უჭერს მხარს სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „სირიაში არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ასევე გვემუქრება: PKK/PYD/YPG. დაეშის და სხვა რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციების ნარჩენებისგან ქვეყანა სრულად  უნდა გაიწმინდოს. ეს მნიშვნელოვანია თურქეთის უსაფრთხოებისა და სირიის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.  

მედია: ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიაში აეროპორტი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა. როგორც ცნობილია, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და რადიო ნავიგაციის სისტემა.  სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების გამო, ალეპოს აეროპორტმა მუშაობა მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ შეაჩერა. "ისრაელი „ცეცხლს ეთამაშება“ და ფართო კონფლიქტის რისკებს აჩენს", - აცხადებენ სირიის მთავრობის წარმომადგენლები.  

უკრაინის გენშტაბი: რუსეთი პერსონალის ნაკლებობის გამო, მედესანტეებს სირიიდან უკრაინაში გადაიყვანს

პერსონალის ნაკლებობის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ, სირიიდან თავისი 217-ე საჰაერო სადესანტო პოლკის ნაწილების გაყვანა გადაწყვიტა. კრემლი მათ უკრაინაში გაგზავნის, იტყობინება გენერალური შტაბი Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში, 20 სექტემბერს.    

ისრაელის მედია: სირიაში, თავდასხმის შემდეგ, ირანული დრონების ქარხანა განადგურდა

სირიაში, იერიშის შედეგად, ირანული დრონების ქარხანა გაანადგურეს. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს. ქარხანაში მომხდარი აფეთქების შესახებ, სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრიც იუწყება.  ორგანიზაციის ცნობით, 22 ოქტომბერს ღამით, სირიის სამიზნეებზე დარტყმები ისრაელის (IDF) საჰაერო ძალებმა განახორციელეს.   სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის (SOHR) ცნობით, განადგურებული ობიექტი შეიცავდა აღჭურვილობას, რომელიც განკუთვნილი იყო უპილოტო საფრენი აპარატების ასაწყობად. უკრაინული მედიის ცნობით, უპილოტო თვითმფრინავები ირანში იწარმოება და შემდეგ დაშლილ მდგომარეობაში სირიის ტერიტორიაზე ფარულად გადააქვთ. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

ერდოღანის თქმით, თურქეთი სირიის ჩრდილოეთში მორიგი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას გეგმავს

თურქეთს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ტანკებითა და სამხედროებით მალე შეუტევს ქურთ მებრძოლებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „რამდენიმე დღეა, ტერორისტებს ვანადგურებთ ჩვენი თვითმფრინავებით, ქვემეხებითა და იარაღით. ჩვენ ყველა მათგანს რაც შეიძლება მალე ამოვძირკვავთ“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთმა, სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში მდებარე სამიზნეებზე იერიშები მიიტანა. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ბაზები დაბომბეს. თურქეთის თავდაცვის უწყება აცხადებდა, რომ „ზუსტ დარტყმებს ახორციელებენ ტერორისტების კერების გასანადგურებლად“. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში 13 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე, ანკარა პასუხისმგებლობას „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ (PKK) და სირიელ ქურთებთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს აკისრებს. თავის მხრივ, ქურთი მებრძოლები მომხდარში მონაწილეობას უარყოფენ.  

სირიის ჩრდილოეთით, სარაკეტო იერიშს 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ აზაზში სარაკეტო იერიშს ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა. ამასთან, ამ დრომდე დაუდგენელია, რომელი ტერიტორიიდან დაიბომბა ქალაქი აზაზი, რომელიც თურქეთის საზღვრის მახლობლად, ისლამისტი მეამბოხეების კონტროლის ქვეშაა. გავრცელებული ცნობით, სარაკეტო დაბომბვის შედეგად კიდევ ხუთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.  

ჩინეთი თურქეთს და ისრაელს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სირიაზე შეტევა“

ჩინეთი მოუწოდებს თურქეთსა და ისრაელს, „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები სირიაზე“, ამის შესახებ მედია გეროში ჩინეთის წარმომადგენლის მოადგილეზე დაყრდნობით წერს.  „ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სირიაში უსაფრთხოების ვითარება კვლავ არასტაბილურია. თურქეთმა განახორციელა საჰაერო თავდასხმები სირიაზე და გამოაცხადა, რომ განახორციელებს სახმელეთო ოპერაციას სირიის წინააღმდეგ. ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის წინააღმდეგაც გაგრძელდა", - განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა. ერდოღანი: თურქეთი გააგრძელებს ტერორიზმთან ბრძოლას მის საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ, ვიდრე საფრთხე არ აღმოიფხვრება  

ალეპოში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა

სირიის ქალაქ ალეპოში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად, ცამეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, ერთი ბავშვია. ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნანგრევებისგან გაწმენდა და გადარჩენილთა ძებნა ამ დრომდე გრძელდება. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნგრევის მიზეზი შენობის საძირკველში წყლის გაჟონვას უკავშირდება.  

მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი

BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა. თურქი სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს 7.4 მაგნიტუდად აფასებენ, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური კი 7,8 მაგნიტუდად. ამასთან, სტიქიას მოჰყვა განმეორებითი ბიძგებიც. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაზარალდა 10 ქალაქი : აზიანთეფი, ქაჰრამანმარაში, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და ქილისი.  

სირიაში მიწისძვრის შემდეგ, სულ მცირე 20 პატიმარი გაიქცა

სირიის ქალაქ რაჯოში მიწისძვრის შემდეგ სულ მცირე, 20 რადიკალი ჯიჰადისტი ციხიდან გაიქცა. როგორც ცნობილია, მიწისძვრის შემდეგ პატიმრებმა ამბოხი დაიწყეს და ციხის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს.  ქალაქი რაჯო თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარეობს, რომლის ციხეში 2 000 პატიმარია, მათ შორის 1 300 ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი. როგორც მედია იუწყება, რადიკალმა ისლამისტებმა ციხიდან გაქცევა სწორედ ამის შემდეგ შეძლეს.  

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნას გეგმავს

თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნაზე მუშაობს, რომ სტიქიით დაზარალებულ მეზობელ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შესაძლებელი გახდეს. შესაბამისი განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა. ჟურნალისტებთან საუბრისას ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ამ მხრივ სირთულეს იწვევს სირიის მხარეს სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელი გზის დაზიანება. „არსებობს გარკვეული სირთულეები თურქეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების [სირიაში მიღწევაში] კუთხით. ამ მიზეზით, მიმდინარეობს ძალისხმევა კიდევ ორი სასაზღვრო პუნქტის გასახსნელად“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ბოლო ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა თურქეთში 9 000-ს გადასცდა. სირიაში დაღუპულთა რაოდენობა კი, 3 000-ს აღწევს.  

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში 12 391 ადამიანია დაღუპული

ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 391 ადამიანი. დაშავებულია 63 000-მდე პირი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარასკევს თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 18 991-მდე გაიზარდა, დაშავებულია მინიმუმ 75 523 ადამიანი. სირიაში სულ მცირე 3 384 ადამიანი დაიღუპა და 5 245 დაშავდა. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23 000-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 23 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამ მომენტისთვის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 213 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 75 523 - დაშავდა. ბოლო მონაცემებით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 384-ს მიაღწია. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  

გაერო: სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნება

სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. "ეს ბევრ რამეს შეცვლის. ჩვენ ამჟამად, მხოლოდ ერთ სასაზღვრო კორიდორს ვიყენებდით", - უთხრა BBC-ს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ანტონიო გუტერეშმა. ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.  

მაშველებმა თურქეთში, მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს

მაშველებმა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, შენობის ნანგრევებიდან, მიწისძვრიდან დაახლოებით, 198 საათის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი ამოიყვანეს. მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 85 წლის ქალი გამოიყვანეს 18 წლის მუჰამედ კაფერი ნანგრევებიდან ადიამანის პროვინციაში ამოიყვანეს. მედიის ინფორმაციით, მუჰამედ კაფერი მესამე ცოცხალი ადამიანია, რომელიც მაშველებმა სამშაბათს ნანგრევებში ნახეს. მანამდე მათ ქაჰრამანმარაშის პროვინციაში ნანგრევებიდან ორი ძმა, 17 და 21 წლის ახალგაზრდები ამოიყვანეს. ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 35 000-ს გადააჭარბა.  

მედია: სირიაში მიწისძვრით დაზარალებულთა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასახლება განიხილება

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ სირიელ ხალხს ინგლისურ ენაზე მიმართა. მან დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატა „აფხაზი ხალხის სახელით“. „ძვირფას სირიელებო, დღეს ვაკვირდებით ცნობილ ორმაგი სტანდარტის პოლიტიკას, კოლექტიური დასავლეთის მხრიდან. მათ პოლიტიკური მიზეზით არ სურთ სირიის დახმარება. ასეთი დამანგრეველი სტიქიური უბედურება პოლიტიკისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ამ ტრაგიკულ მომენტში, გაერთიანების და მოქმედების დრო დადგა. ძვირფასო სირიელებო, ჩვენ გაფასებთ და გვიყვარხართ. გამაგრდით“, - განაცხადა ინალ არძინბამ რადიო თავისუფლების ცნობით. მან დაამატა, რომ განიხილება „სირიაში მცხოვრები მიწისძვრით დაზარალებული აფხაზური დიასპორის აფხაზეთში შესაძლო გადასახლება“. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სირიისა და თურქეთის დასახმარებლად 300 000 დოლარი გამოყო. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თურქეთში მიწისძვრის დროს აფხაზური დიასპორის ორი წარმომადგენელი დაიღუპა. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში აფხაზეთის ე.წ. საელჩო საზეიმოდ გაიხსნა. 2021 წლის ოქტომბერში სირიაში იმყოფებოდა დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია.  

ჯონ კირბი: ასადის რეჟიმის მიმართ ჩვენი პოლიტიკის ცვლილებას არ ველით

იქნება თუ არა რაიმე ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ? ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა ონლაინ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ. მისი შეფასებით, რაიმე ცვლილება მოსალოდნელი არ არის. „ჩვენი სანქციები კვლავ ძალაშია, მაგრამ, როგორც თქვენ ალბათ ნახეთ, ერთი კვირის ჩვენ ასევე ხელი შევუწყვეთ კიდევ უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების გადინებას. როდესაც ხალხი იღუპება და მათ ძალიან უჭირთ, შეერთებული შტატები უპასუხებს ამას. ჩვენ ამას ვაკეთებთ და ამას ვაკეთებთ ჩვენი პარტნიორების დახმარებით - ზოგიერთი ასეთი საკითხი მე ახლახან განვიხილე. მაგრამ არანაირი ცვლილება არ მომხდარა და არც ველით ცვლილებას ჩვენს პოლიტიკაში ასადის რეჟიმის მიმართ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.  ე.წ. მიწისძვრის დიპლომატიაზე ჰკითხეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ნედ პრაისს, როდესაც თურქეთში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შეფასება სთხოვეს. „ჩვენ დაინტერესებული ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით“, - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუსთან შეხვედრისას „რა თქმა უნდა, მივესალმებით მსოფლიოს ქვეყნების ძალისხმევას თურქეთის ხალხისთვის, სირიის ხალხისთვის, რომლებიც განადგურებულნი არიან 6 თებერვალს მომხდარი საშინელი მიწისძვრებით. მირზოიანი: სომხეთი დაინტერესებულია თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებით ჩავუშოღლუ: სომხეთმა მეგობრობის ხელი გამოგვიწოდა ამ რთულ დროს რიგმა ქვეყნებმა აჩვენეს სულისკვეთება, რომელიც აუცილებელი იქნება მიწისძვრის შედეგების სრულად აღმოსაფხვრელად. შეერთებული შტატები მაგალითის მიცემას ცდილობს. ჯერჯერობით, ჩვენ უკვე შევიტანეთ ან გამოვაცხადეთ $85 მილიონის მხარდაჭერა თურქეთსა და სირიაში რეაგირებისთვის. მდივანს ექნება შესაძლებლობა, გაემგზავროს თურქეთში უახლოეს დღეებში და უფრო მეტი გვეცოდინება, რას გავაკეთებთ ჩვენი თურქი მოკავშირეებისთვის და სირიის ხალხისთვის უახლოეს დღეებში“. „ჩვენი გზავნილი როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისადმი, ასევე, მთლიანად რეგიონისადმი, არის ის, რომ მოიძებნოს დაძაბულობის დეესკალაციის გზები, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე. ჩვენ ამ ძალისხმევაში ვიყავით ჩართული როგორც ორმხრივად, ისე მრავალმხრივ დონეზე და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ამ საქმის წინსვლისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სხვა ქვეყნები ზუსტად იგივე მესიჯს გამოაგზავნიან“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.  სამხრეთ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 38000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ სირიაში, სადაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა ნგრევას. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ სოლიდარობის გზავნილები ასზე მეტი ქვეყნისგან მიიღო.  

თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას, 45 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთსა და სირიაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას 45 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და მოსალოდნელია, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია Reuters ავრცელებს.  ამასთან, ძლიერმა ბიძგებმა თურქეთში 264 000-ზე მეტი შენობა გაანადგურა. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთსა და სირიაში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  

უკრაინამ სირიასთან სავაჭრო ხელშეკრულება შეწყვიტა

2023 წლის 28 მარტს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს უკრაინასა და სირიას შორის სავაჭრო, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, მთავრობათაშორისი შეთანხმების შეწყვეტის შესახებ. იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური. შესაბამისი გადაწყვეტილება 2023 წლის 28 მარტს მთავრობის სხდომაზე მიიღეს. „უკრაინა წყვეტს ნებისმიერ ურთიერთობას არამხოლოდ აგრესორ სახელმწიფოსთან, არამედ რუსეთის სატელიტებთან. ჩვენ მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არამეგობრულ ქმედებებზე. შეგახსენებთ, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა იყო პასუხი ასადის რეჟიმის წინააღმდეგ“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ დააწესა სანქციები ბაშარ ალ-ასადსა და სირიის სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სახელმწიფოთაშორისი დოკუმენტები, რომლებიც, კერძოდ, სირიასთან ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებს ეხება, უნდა გადაიხედოს და შეწყდეს.  

აშშ: სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია მოკლული

აშშ-ის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია მოკლული. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შესაბამის ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „შესუსტების მიუხედავად, დაჯგუფებას კვლავ შეუძლია ოპერაციების ჩატარება რეგიონის ფარგლებში და გააჩნია სურვილი, განახორციელოს დარტყმა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, მოკლული ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბური პასუხისმგებელი იყო ევროპაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე. ხალიდ აიდ აჰმად ალ-ჯაბურმა განავითარა დაჯგუფების ხელმძღვანელობის სტრუქტურა. ამერიკული მხარის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.  

Washington Post: გაჟონილი დოკუმენტები აჩვენებს, რომ უკრაინა სირიაში რუსულ ძალებზე თავდასხმებს გეგმავდა

უკრაინის სამხედრო დაზვერვა სირიაში მოქმედ რუსულ ძალებზე ფარული თავდასხმების განხორციელებას ქურთების დახმარებით გეგმავდა, ამის შესახებ Washington Post-იაშშ-ის დაზვერვის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, გეგმები მიმართული იყო რუსეთისა და კრემლის მიერ მხარდაჭერილი კერძო დაქირავებული ვაგნერ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს როგორც უკრაინაში, ასევე სირიაში. საბოლოოდ, გეგმაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი განაცხადა, მაგრამ ამერიკული მედიის ცნობით, გაჟონილი დოკუმენტები, რომლებიც იანვრის ბოლოთი თარიღდება, დეტალურად აღწერს შესაძლო სამოქმედო გეგმას, რომელიც დაზვერვის მთავარ დირექტორატს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სააგენტოს შეეძლო, შეესრულებინა თავდასხმების განსახორციელებლად. გაჟონილი დოკუმენტები აშშ-ის სამხედრო და დაზვერვის საიდუმლო ფაილების ნაწილია, რომელიც სოციალურ მედია ქსელში Discord გამოჩნდა. შეერთებულმა შტატებმა 13 აპრილს 21 წლის საჰაერო ნაციონალური გვარდიელი დააკავა, რომელიც ეჭვმიტანილია დოკუმენტების გაჟონვაში.    

თურქეთის, რუსეთის, სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრები მოსკოვში შეხვედრას გამართავენ

თურქეთის, რუსეთის, სირიისა და ირანის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები 25 აპრილს მოსკოვში შეხვდებიან, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „ჩვენი მიზანია პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების გზით და რაც შეიძლება მალე მოვუტანოთ მშვიდობა და სიმშვიდე რეგიონს“, - აღნიშნა აკარმა. მინისტრის თქმით, თურქეთის, რუსეთისა და სირიის თავდაცვის მინისტრები და დაზვერვის ხელმძღვანელები გასული წლის დეკემბერში მოსკოვში შეხვდნენ და შეხვედრების გაგრძელება გადაწყვიტეს. ანკარამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტას რუსეთსა და უკრაინას შორის. მაგალითად, 14 იანვარს, ერდოღანის სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და დეესკალაციისთვის. ირანს ხშირად ადანაშაულებდნენ, რომ რუსეთს ამარაგებს კამიკაძე-დრონებით, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენება. მოგვიანებით, თეირანმა აღიარა, რომ მოსკოვს დრონებს აწვდიდა.  

თურქეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები, სირიის საკითხის განსახილველად ასტანაში შეიკრიბნენ

რუსეთის, თურქეთის, სირიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ასტანაში განიხილეს დამასკოსა და ანკარას შორის ურთიერთობების აღდგენის "საგზაო რუკის" ელემენტები. „10 მაისს მოსკოვში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შემდეგ, მონაწილეებმა დაიწყეს სირია-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების აღდგენის საგზაო რუკის ელემენტების განხილვა, თავდაცვის სამინისტროებისა და სპეციალური სამსახურების მიერ გაწულ სამუშაოსთან კოორდინაციის შესაბამისად“, - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. მოლაპარაკებებში, რომლებიც სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაგრძელდება, ასევე მონაწილეობენ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წარმომადგენლები და მისი მოწინააღმდეგე ჯგუფები. შეთანხმდნენ, რომ ანკარასა და დამასკოს შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, ვიდრე მათი ურთიერთობები არ ნორმალიზდება. ორივე მხარემ ასევე ხაზი გაუსვა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სირიის დამოუკიდებლობის პატივისცემის მნიშვნელობას. ირანის დელეგაცია ცალკე შეხვდა რუსეთის წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ ბოგდანოვის ხელმძღვანელობით. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და დამასკოსა და ანკარას შორის არსებული უთანხმოების მოგვარების გზები. მათ ასევე ხაზი გაუსვეს სირიის სუვერენიტეტის პატივისცემას და ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობას. ირანის დელეგაციამ ასევე გამართა დისკუსია სირიის დელეგაციასთან, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აიმან სუზანი ხელმძღვანელობდა. თურქეთსა და ასადის რეჟიმს შორის კავშირების აღდგენა ასევე ნიშნავს თურქეთს სირიელი ლტოლვილების მასპინძლობის ტვირთის შემსუბუქებას. „სირიელი ლტოლვილების დახმარება ადვილი არ არის; ჩვენ ველით, რომ ჩვენი პარტნიორები ასევე კონცენტრირდებიან ლტოლვილების დაბრუნებისთვის პირობების შექმნაზე“, - განაცხადა ფარუკ კაიმაქჩიმ, თურქეთის მუდმივმა დელეგატმა ევროკავშირში გასულ კვირას ევროკავშირის დონორთა კონფერენციაზე. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) ანგარიში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ყველაზე მეტი ლტოლვილის მასპინძელი ქვეყნებია თურქეთი (3.6 მილიონი), ირანი (3.4 მილიონი), კოლუმბია (2.5 მილიონი), გერმანია (2.1 მილიონი). ) და პაკისტანი (1,7 მილიონი). 

ყაზახეთმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სირიის საკითხზე მოლაპარაკებებს აღარ უმასპინძლებს

ყაზახეთმა მოულოდნელად, 21 ივნისს განაცხადა, რომ შეწყვეტს მოლაპარაკებების მასპინძლობას, რომელიც მიზნად ისახავს სირიის კონფლიქტის მოგვარებას.  გადაწყვეტილება, რომელიც მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის დასრულებისას გახდა ცნობილი, მოულოდნელი იყო რუსეთისთვის და სხვა მონაწილეებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის, სირიისა და ირანისთვის. მოლაპარაკებების ადგილად 2017 წლიდან იქცა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მოლაპარაკებებმა შეასრულა თავიანთი მისია, მაგრამ ალექსანდრე ლავრენტიევმა, რუსეთის წარმომადგენელმა სირიაში, განაცხადა, რომ ასტანის გადაწყვეტილება სრულიად მოულოდნელი იყო. ლავრენტიევმა განაცხადა, რომ მომავალი მოლაპარაკებების ადგილის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ვარაუდობს, რომ შეხვედრები, შეიძლება, ჩატარდეს მოსკოვში, ანკარაში, თეირანში ან თუნდაც დამასკოში. თურქეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლები, სირიის საკითხის განსახილველად ასტანაში შეიკრიბნენ თურქეთმა, რუსეთმა და ირანმა ასტანაში ბოლო მოლაპარაკებები შეაფასეს, როგორც "კონსტრუქციული" და განაცხადეს, რომ მათ განიხილეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების აღდგენის საგზაო რუკის მომზადების საკითხი". „მოსკოვი და თეირანი მხარს უჭერდნენ ასადის მთავრობას ომში და დაეხმარნენ მის ძალებს ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლის აღდგენაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი უკრაინაში იბრძვის, მოსკოვმა შეინარჩუნა თავისი სამხედრო დასაყრდენი სირიაში და ასევე დაჟინებით ცდილობს, დაეხმაროს ასადს თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან გაწყვეტილი კავშირების აღდგენაში“, - წერს AP. სამშაბათს, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, აიმან სუზანმა თქვა, რომ თურქეთმა უნდა შეიმუშაოს „მკაფიო ვადები“ სირიიდან თავისი ძალების გაყვანისთვის. მაისში არაბთა ლიგაში სირიის ხელახალი მიღების შემდეგ, თურქეთი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება „საგზაო რუკა“ დაძაბული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ეს იყო უმაღლესი დონის კონტაქტი ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც 2011 წლის აჯანყება სამოქალაქო ომში გადაიზარდა. სირიის ომმა თითქმის 500 000 ადამიანი შეიწირა და იძულებით გადაადგილებულად აქცია უამრავი ადამიანი.  ასტანის შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა დაბომბეს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ქალაქი ალეპოს პროვინცია, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ბრიტანეთში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ განაცხადა, რომ დაბომბვის სამიზნედ იქცა სხვა ქალაქებიც, რომლებსაც ალ-ქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფება Hayat Tahrir al Sham აკონტროლებს. სირიის სახელმწიფო მედია დაბომბვის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.  

რუსულ თვითმფრინავებსა და ამერიკულ დრონებს შორის სირიის თავზე ინციდენტი მოხდა

რუსულ თვითმფრინავებსა და ამერიკულ დრონებს შორის სირიის თავზე ინციდენტი მოხდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ამერიკული მხარე რუსულს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს. „დადგენილი ნორმებისა და პროტოკოლების საწინააღმდეგოდ, რუსულმა თვითმფრინავებმა დრონების წინ „პიროტექნიკის საგანი“ ჩააგდეს, რამაც ჩვენი თვითმფრინავი აიძულა, ჩაეტარებინა ავარიული მანევრები“, - განაცხადა გრინკევიჩმა. აშშ და რუსეთი სირიაში მოქმედებენ - აშშ, როგორც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წიინააღმდეგ კოალიციის ნაწილი, ხოლო რუსეთი - სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად. ცნობისთვის, მსგავსი ინციდენტი შავი ზღვის თავზე მარტში მოხდა.  

სირიაში, სამხედრო აკადემიაზე თავდასხმისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ჰომსში, სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 116 ადამიანი დაიღუპა და 120 დაიჭრა. ამის შესახებ Reuters-ი სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობთ იუწყება. დაღუპულთა შორის არიან სამხედროები, მათ შორის აკადემიის კურსდამთავრებულები და 30-მდე სამოქალაქო პირი. სამხედრო აკადემიაზე, სადაც კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია მიმდინარეობდა, დრონებით შეტევა იყო. სააგენტოს ცნობით, ცერემონიაში მონაწილეობდა სირიის თავდაცვის მინისტრი ალი მაჰმუდ აბასი, რომელმაც ტერიტორია აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. ჰომსის სამხედრო აკადემიაზე თავდასხმის გამო სირიის ხელისუფლებამ 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობამ თავდასხმაში „საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული დაჯგუფებები“ დაადანაშაულადა „ძლიერი პასუხით“ დაემუქრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღიათ არც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის ნაწილს აკონტროლებენ და არც „ალ-ყაიდასთან" კავშირის მქონე ექსტრემისტებს. ჰომსის აკადემიაზე დრონებით შეტევის შემდეგ, სირიის სამთავრობო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს იდლიბის პროვინციაზე, რომელსაც ადგილობრივი მეამბოხეები აკონტროლებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაიღუპა 8 და დაიჭრა 30 ადამიანი.  

ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე შეტევები გახშირდა

ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, ბაღდადის დიპლომატიური მხარდაჭერის ცენტრის მიმართულებით, სადაც განთავსებული არიან ამერიკელი სამხედროები, დიპლომატები და სამოქალაქო პირები, დღეს დილით ორი რაკეტა ესროლეს. CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთი რაკეტა ანტისარაკეტო სისტემამ მოიგერია, მეორე კი, ცარიელ საწყობს მოხვდა. მისივე თქმით, არავინ დაშავებულა. ბოლო დღეებში, არ არის პირველი თავდასხმა, რომლის სამიზნეც ერაყში აშშ-ისა და კოალიციის ძალები არიან და ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანსა და ისრაელის სხვა მოწინააღმდეგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ ღაზაში კონფლიქტის გაღვივებას არ შეეცადონ. Reuters-ის ცნობით, ამ კვირის განმავლობაში, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე დრონი გაანადგურეს არამხოლოდ ერაყში, არამედ სირიაშიც. ტელეკომპანია Fox News-ის წყაროების ინფორმაციით, სირიაში შეტევა იყო ამერიკულ სამხედრო ობიექტზე, რომელიც სირია-ერაყი-იორდანიის საზღვართან მდებარეობს. Reuters-იც ამერიკელ ოფიციალუ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეებში ამერიკელ სამხედროებზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა ერაყსა და სირიაში. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პატრიკ რაიდერმა 19 ოქტომბერს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა ზომაა მიღებული საფრთხეებისგან ამერიკელი და საერთაშორისო კოალიციის წევრი სხვა ქვეყნების სამხედროთა დასაცავად. რაიდერის თქმით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ბოლო შეტევებს არ აქვს პირდაპირი კავშირი ისრაელისა და „ჰამასის“ ომთან. ერაყში 2500 ამერიკელი სამხედრო, 900 კი, მეზობელ სირიაში იმყოფება. ამერიკელები ადგილობრივ ძალებს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ეხმარებიან.  

სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშების შესახებ, ისრაელი რუსეთს წინასწარ აღარ შეატყობინებს

Bloomberg-ის ცნობით, სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ავიაიერიშების შესახებ ისრაელი რუსეთს ინფორმაციას წინასწარ აღარ მიაწვდის. გამოცემის ცნობით, ისრაელმა გააძლიერა თავდასხმები სირიაში პროირანულ ძალებზე, რომლებიც ისრაელის საზღვარს მიუახლოვდნენ, მოვლენების განვითარება კი, ისრაელის პოლიტიკის საკვანძო ცვლილებასთან არის დაკავშირებული. Bloomberg-ი წერს, რომ ისრაელის პოლიტიკის ცვლილება აუარესებს ისედაც პრობლემურ ურთიერთობებს ისრაელსა და რუსეთს შორის. შეგახსენებთ, 2015 წლის შემოდგომიდან რუსეთსა და ისრაელს შორის ამოქმედდა კომუნიკაციის მექანიზმი, რომელიც სირიის არაბთა რესპუბლიკაში ოპერაციების დროს შემთხვევითი შეტაკებებისგან და სხვა საშიში ინციდენტებისგან დასაცავად არის შექმნილი.  

თურქეთი აცხადებს, რომ თავისი ჯარისკაცების მკვლელობის საპასუხოდ, სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში იერიშები მიიტანა

თურქეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისმა „საჰაერო ძალებმა 26 ქურთი მებრძოლი სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში განხორციელებული დარტყმების შედეგად გაანეიტრალეს, შაბათ-კვირას ჯარისკაცების მკვლელობაზე პასუხი იყო.“ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებთან ბრძოლის დროს 12 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, რის გამოც ანკარამ რეგიონში საჰაერო დარტყმები და ოპერაციები დაიწყო. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა კვირას ასევე განაცხადა, რომ PKK-ის კიდევ 30 ელემენტი განეიტრალდა ჩრდილოეთ ერაყის რაიონში, სადაც თურქეთი ტრანსსასაზღვრო ოპერაციებს აწარმოებს. გარდა ამისა, თურქეთის პოლიციამ სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია დიარბაქირში, პროქურთული სახალხო თანასწორობისა და დემოკრატიის პარტიის (DEM) მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ღონისძიებაზე 52 ადამიანი დააკავა. მათ „ტერორისტული ორგანიზაციის პროპაგანდის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. თურქეთის ჯარები რეგულარულად ახორციელებენ დარტყმებს მეზობელ ერაყში, იქ დაფუძნებული PKK-ის ბოევიკების წინააღმდეგ შეტევის ფარგლებში. თურქეთმა საჰაერო თავდასხმები ჩრდილოეთ ერაყში ოქტომბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც ანკარაში სამთავრობო შენობებთან აფეთქებაზე  პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფებამ აიღო.  

CBS: აშშ-მ სირიასა და ერაყში ირანულ სამიზნეებზე დარტყმების გეგმა დაამტკიცა

აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი CBS ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ინფორმაციით, ავიადარტყმების დრო დიდწილად ამინდით იქნება განსაზღვრული. ავიადარტყმები პასუხად მოჰყვება ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ შაბათ-კვირას იორდანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ განხორციელებულ დრონებით თავდასხმას. სირიასა და ერაყში განლაგებული ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმების სერიის შემდეგ, აღნიშნულ ინციდენტს პირველად მოყვა მსხვერპლი.  

ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მის მიერ გაცემული ბრძანების მიხედვით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო იერიშები განახორციელა. როგორც СNN წერს, საჰაერო დარტყმები 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა და თეთრი სახლის განცხადებით, საპასუხო იერიში წარმატებული იყო. „ჩვენ მიერ პასუხის გაცემა დღეს დაიწყო. ის იმ დროსა და იმ ადგილას გაგრძელდება, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ს კონფლიქტის დაწყება არც ახლო აღმოსავლეთში და არც მსოფლიოს სხვა ნაწილში სურს, მაგრამ ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება. „გასულ კვირას, იორდანიაში ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ გაშვებული დრონის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღეს დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე ამ მამაცი ამერიკელების ღირსეულ დაბრუნებას დავესწარი და თითოეული მათგანის ოჯახს ვესაუბრე,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თქმით, სირიასა და ერაყში ავიაიერიშები 85 სამიზნე ობიექტზე განხორციელდა. მათ შორის, სამეთაურო, საკონტროლო და სადაზვერვო ცენტრებზე. ასევე, იარაღის საწყობებზე. თავის მხრივ, თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები „აშშ-ის პასუხის დასაწყისია." 28 იანვარს ახლო აღმოსავლეთში, ამერიკულ ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები დაადანაშაულა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაგროვებთ ამ თავდასხმის ფაქტებს, ჩვენ ვიცით, რომ ის განხორციელდა სირიასა და ერაყში მოქმედი იმ რადიკალური ჯგუფების მიერ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ირანმა მომხდართან კავშირი უარყო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით კი, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი იმაში, რომ შეერთებული შტატები დამნაშავეებს პასუხს აგებინებს "მაშინ და ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის." CBS პირველ თებერვალს წერდა, რომ აშშ-მა სირიასა და ერაყში მდებარე ირანული პერსონალისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საავიაციო დარტყმების გეგმები დაამტკიცა.  

NYT: სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა

სირიაში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის საპასუხოდ ირანმა შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში მოიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ირანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, რომელზეც პასუხისმგებლობას თეირანი ისრაელს აკისრებს, ირანმა, შეკავების მიზნით, ისრაელზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ისა და ისრაელის ობიექტებზე ირანის იერიში გარდაუვალია. „ჩვენ ნამდვილად მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში ვართ,“ - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. CNN-ის ცნობით, ირანმა საპასუხო თავდასხმა შეიძლება მომდევნო კვირის ბოლომდე განახორციელოს. მიმდინარე კვირის დასაწყისში, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოს შენობაზე მომხდარ სარაკეტო დარტყმაში ირანი ისრაელს ადანაშაულებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 13 ადამიანი დაიღუპა. ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის 7 წევრი, მათ შორის, ორი გენერალი დაიღუპა.